eng  geo  rus  თებერვალი 09.02.2010 20:53:02
გაზეთი
გივი თარგამაძე, "უნა-უნსოს" დახმარებით, უკრაინაში სისხლისღვრას გეგმავდა?!
რა მესიჯს გაუგზავნიდით საქართველოს პრეზიდენტს?
გოგლა ჟვანია: ზურა საბურთალოს ბინაში არ გარდაცვლილა და თანაც გაზით. ცხედრები ბინაში მიიტანეს, მაგრამ საიდან, ეს ჯერ გაურკვეველია...

 

პოპულარული სიახლეები
ცოტნე ბაკურია: მე, სამწუხაროდ, არაფერი გამიგია საქართველოში მაკკეინის მიერ ჩადენილი გმირობის შესახებ
გივი თარგამაძე, "უნა-უნსოს" დახმარებით, უკრაინაში სისხლისღვრას გეგმავდა?!
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მტკიცებით, შევარდნაძე წარმოშობით ბერძენი ებრაელია (ბერძენი "ცოკოლიდების" შთამომავალი), დედის გვარი კი გიტლინგია
swf
(0.0)
ინტერვიუ
სალომე ზურაბიშვილი: ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, რადგან ყველა რესურსი და ნდობის მანდატი, შინ თუ გარეთ, ბოლომდე ამოწურა


"საქართველოს გზის" ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე ახლახან დაასრულა. ამბობს, რომ ევროპელ დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან გამართული შეხვედრებისას საქართველოს ომის შემდგომ მდგომარეობაზე, ქვეყნის დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა."ჯორჯიან თაიმსი" მას ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე და ევროპაში საქართველოსა და ხელისუფლებისადმი დღეს არსებულ განწყობაზე ესაუბრა.

_ შეიცვალა თუ არა ევროპის დამოკიდებულება ომის შემდგომი საქართველოსადმი?

_ ომის პერიოდში ევროპამ მცირე ქვეყნის მიმართ მეტად დიდი მხარდაჭერა გამოხატა. ახლა კი სიმართლის თქმის, ყველაფრის გარკვევის და განსჯის პროცესი მიმდინარეობს. ამ თემაზე ყველა ინსტიტუტი თავისუფლად მუშაობს, ყველაფერი ნათელია, რომ ეს საქართველოს მიერ ჩადენილი შეცდომაა.

ამით, ცხადია, რუსეთის გამართლებას არავინ ცდილობს. ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს რუსეთი, ეს არის მუდმივი პრობლემა. ევროპაში შეიმუშავეს რაღაცა ფორმა რუსეთთან ურთიერთობისა, რომლის მეშვეობითაც მისი ნეიტრალიზება შეიძლება მოახერხონ.

სააკაშვილის მიმართ მთავარი ბრალდებაც სწორედ ის არის, რომ, როდესაც იცი, რას წარმოადგენს შენი მეზობელი ქვეყანა, არ უნდა მისცე საშუალება გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც დიდი ხანია სურს.

_ სააკაშვილი უცხოეთს უკვე იშვიათად სტუმრობს. ამბობენ, აღარსად იწვევენო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

_ არ ვიცი და არც ვაპირებ ჩავეძიო. მთავარი ის კი არ არის, ეპატიჟებიან თუ არა სააკაშვილს, არამედ ის, რომ მან და მისმა ხელისუფლებამ ყველა რესურსი ამოწურა და ესეც ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ფაქტია, მას აღარ გააჩნია არავითარი წონა და ძალა, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს და ჩვენი ინტერესები ბოლომდე დაიცვას. რა დააშავა ხელისუფლებამ გუშინ და გუშინწინ, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, რადგან უკვე დღეს ვეღარაფერს აკეთებენ ქვეყნისთვის, რომელიც უკიდურესად რთულ ვითარებაში იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება შველა. ესენი მხოლოდ უფრო დიდი გასაჭირისკენ უბიძგებენ და ამიტომ აუცილებელია მათი წასვლა.

_ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებში წასვლის სურვილი რამდენად იგრძნობა?

_ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებულია, სულაც არ სჭირდება ყოველდღე იმის გაცხადება – მე არ წავალო.

საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას საკუთარი თავის რწმენა უკვე დაკარგული აქვს და სწორედ ამიტომაც გაიძახის, არსად წასვლას არ ვაპირებო. იგივე განათლების მინისტრის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ნიკა გვარამიას ბოლო სატელევიზიო ეთერი აიღეთ, ეს იყო შეშინებული კაცის საუბარი. საუბრობდა რაღაც მითიურ შეთქმულებაზე, გადატრიალებაზე.

განა ოპოზიციის წარმომადგენლებიდან რომელიმეს უხსენებია, რომ გადატრიალების მოწყობას გეგმავს?  ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, რადგან ყველა რესურსი და ნდობის მანდატი, შინ თუ გარეთ, ბოლომდე ამოწურა.

_ ხელისუფლების წასვლა რა ფორმით წარმოგიდგენიათ? მემორანდუმები ადრეც არაერთხელ დაწერილა, თუმცა რაიმე ხელშესახები შედეგი ვერ მოუტანია.

_ დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციამ გამოაქვეყნა, არ არის მემორანდუმი, არამედ ოპოზიციის პოლიტიკური მიზნის განცხადებაა და ამ პოლიტიკური მიზნის ირგვლივ შეიკრა მთელი ოპოზიცია. ეს დოკუმენტი სწორედ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოებაც შეკრა და როდესაც არსებობს ხალხის ნება, მას წინ ვერც ერთი ხელისუფალი ვერ აღუდგება. ეს პოლიტიკის კანონია.

_ ოპოზიციას აქვს რაიმე გეგმა, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ამ მოთხოვნების შესრულებას?

_ ჯერ ერთი, გეგმა რომც იყოს, არ გეტყოდით. გეგმა გავახმიანო და ხელისუფლებას მივცე შანსი, ამ გეგმისაგან თავის დასაცავად მოემზადოს? გეგმას არა აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, რომ ეს მოხდება, მოხდება უახლოეს მომავალში და არა იმიტომ, რომ მე ან რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს უნდა და ასე გადავწყვიტეთ რომელიღაც ოთახში, არამედ იმიტომ, რომ ეს ხალხის ნებაა. სწორედ ამიტომ არის ხელისუფლება შეშინებული და გაურკვეველ ქმედებებს სჩადის. მათი ეს დაბნეულობა არის ნიშანი, ამ ხელისუფლებამ შეიგნო, რომ მისი დრო დასრულდა.

_ დანარჩენი ოპოზიციაც გაზაფხულზე საუბრობს. ეს იქნება საპროტესტო აქციები? უკვე გვაქვს ერთწლიანი საპროტესტო აქციების გამოცდილება, რომელიც მაინცდამაინც შედეგიანი ვერ აღმოჩნდა.

_ ნუ დავუბრუნდებით ისტორიას, დღეს სულ სხვა ვითარებაა. თუნდაც იმიტომ, რომ გავიარეთ ომი თავისი ტრაგედიით, თავისი ტერიტორიების დაკარგვით, აღარ არის ის საქართველო, რომელიც 2008 წლის აგვისტომდე არსებობდა.. ეს არის დამარცხებული ხელისუფლება, რომელსაც არა აქვს ის რესურსები, რომელიც გააჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, იგივე ფულადი რესურსების თვალსაზრისით, რომ ხალხი მოესყიდათ. ადმინისტრაციული რესურსების კონტროლის ხარისხი იმისთვის, რომ არჩევნები გაეყალბებინათ, შესუსტდა. ხალხიც  არ არის ის, რაც იყო შარშან, რადგან დღეს, ყველა, როგორც მე, ფიქრობს, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს, რადგან ვეღარაფერს აკეთებს. 

ის, რომ ვიღაც უნდა გავიყვანოთ თამაშიდან, ისევ არჩევნები გვინდა, ვიღაც მოგვწონს ან არ მოგვწონს, უკვე ჩვენი არჩევანი კი აღარ არის, არამედ გარდაუვალი აუცილებლობაა, რადგან სხვა ალტერნატივა აღარ დაგვიტოვეს არც ოპოზიციას, არც საზოგადოებას.

_ ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმავეს ამბობენ, რომ საზოგადოება ის აღარ არის, რაც ერთი წლის წინ...

_ ჰო, მაგრამ, აბა, გავიდნენ ხალხში და გაარკვიონ, რას ფიქრობს ხალხი. მაგრამ მათი მხრიდან ასეთ ნაბიჯებს ვერ ვხედავ. ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ დადიან და ხუთი შავი მანქანა წინ მიუძღვით, ხუთი უკან მიჰყვებათ. იმისთვის, რომ გაიგო, ხალხი რას ფიქრობს, ქუჩაში უნდა გაიარო და ხალხს მოუსმინო. როდესაც მათ ვხვდები, ერთადერთი კითხვა, რომელიც ისმის, არის – როდის წავა? ამ კითხვაზე პასუხიც მალე იქნება.

_ ოპოზიციამ 2009 წელი სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის წლად გამოაცხადა.

_ ეს ოპოზიციამ კი არ გამოაცხადა, არამედ საზოგადოების დაკვეთაა. საზოგადოებაში არის გავრცელებული ეს განცდა და არა იმიტომ, რომ ამას ოპოზიცია ან ვინმე იძახის, არამედ დღეს პროცესები ისე მიდის, რომ ამათი გაჩერება შეუძლებელია. ყველა ხედავს, რომ ამ ხელისუფლებამ საკუთარი თავი ამოწურა და უნდა წავიდეს, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

_ ვინ შეიძლება იყოს სააკაშვილის ალტერნატივა?

_  როდესაც სააკაშვილი წავა, კონსტიტუციურ ვადებში დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან არავითარი რევოლუცია ჩვენს ქვეყანას აღარ სჭირდება. გამოვლენ სხვადასხვა კანდიდატები საპრეზიდენტო არჩევნებში და შემდეგ ხალხი აირჩევს.

_ ფიქრობთ, ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი არ უნდა ჰყავდეს?

_ 2008 წლის 5 იანვარს სულ სხვა ტიპის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, ახლა კი სულ სხვა ტიპის იქნება. სააკაშვილი მიდის, ის აღარასდროს იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი და მასთან ერთად წავა მისი ამალაც.

თუ გვსურს დემოკრატიული ქვეყანა, ორი რამე გვჭირდება: სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი სასამართლო.

სამართლიანი არჩევნებით უნდა დავიწყოთ, რადგან მხოლოდ ნორმალური არჩევნების შედეგად, ნორმალური ხელისუფლების არჩევის შემდეგ იქნება შესაძლებელი სასამართლოს წესრიგში მოყვანა.

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატებს, მათი ვინაობა სააკაშვილის წასვლის შემდეგ გაირკვევა და ეს იქნება ყველაზე სამართლიანი არჩევნები, რადგან აქამდე ამომრჩევლისთვის არჩევანის საშუალება არასოდეს მიგვიცია. ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ მოდის ვიღაც მესია, გადამრჩენელი, რომელიც ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, ის უნდა ავირჩიოთ და სხვა არავინ.

_ ამ შემთხვევაში ასეთად ირაკლი ალასანიას ფიგურა მოიაზრება.

_ აღარ უნდა დავუშვათ, რომ "მესია"  ავირჩიოთ. ამის შესახებ მე ირაკლი ალასანიასაც ვესაუბრე. კანდიდატს ხმა იმიტომ კი არ უნდა მივცეთ, რომ უალტერნატივოა, არამედ იმიტომ, რომ პასუხებმა, რომელიც ჩემს კითხვებზე მისგან მივიღე, დამაკმაყოფილა. არც ისაა აუცილებელი, საპარლამენტო არჩევნებში ხმა მაინცდამაინც პრეზიდენტის პარტიას მივცეთ. ამომრჩეველს თუ ეს თავისუფლება არ შევუნარჩუნეთ და კვლავ მონსტრი და "მესია" შევქმენით, ერთი ადამიანი ამ ქვეყანას ვერ მოუვლის, იმდენად რთულ ვითარებაში იმყოფება.

_ რამდენად მოსალოდენლია, რომ შიდაპოლიტიკური დაძაბულობის თავიდან არიდების მიზნით, სააკაშვილი კვლავ რუსეთთან კონფრონტაციაზე წავიდეს?

_ არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მათი წამოწყება კრახით დასრულდება, მათ შორის, ომის გაჩაღების პროვოკაციაც. სწორედ ამიტომ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეს, რადგან გამორიცხული არაფერია და ქვეყანას კი კიდევ ერთი კრახი არაფერში სჭირდება.

 

დალი ბჟალავა
2009.02.06 15:00
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 23 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 1  2 3 4 5 67
8 91011121314
15161718192021
22232425262728

თებერვალი 2010

მალხაზ გულაშვილის შესახებ

დღის ქრონიკა
18:11
ქართველი სტუდენტები ნოღაიდელის პოლიტიკას აპროტესტებენ
18:09
ადგილობრივი არჩევნების დღე კონსტიტუციურად არ განისაზღვრება
18:03
ნიკოლაი პატრუშევი - "მისტრალის" ყიდვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

 

Rambler's Top100

გაზეთი
პოლიტიკა | 2010.02.05 16:47
მსოფლიოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა. რომ არა ქართველი "ჯვაროსნები", ალბათ, ეს პროცესი უინტერესო და ერთფეროვანი საარჩევნო რბოლა იქნებოდა.
საზოგადოება | 2010.02.05 16:31
იაკობ ახუაშვილი: ჩემი ინფორმაციით, სტრასბურგში გაგზავნილია მასალები, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ახლანდელი პრეზიდენტი არის არა სააკაშვილი, ან სომეხი სააკიანი, არამედ თარხანიანთა გვარის შთამომავალი, თარხან-მოურავი.
საზოგადოება | 2010.02.05 15:35
საქართველოს პრეზიდენტი თავისი პრეზიდენტობის ვადის დაწყებისთანავე მინისტრებსა და სხვა მაღალჩინოსნებს გამუდმებით უმეორებდა, მობილური ტელეფონები სულ ჩართული გქონდეთ, რომ თქვენი ამომრჩეველი ადვილად დაგიკავშირდეთო. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ დღემდე, რიგითი მოქალაქეები კი არა, ჟურნალისტებიც ვერ უკავშირდებიან ჩინოვნიკებს.
ინფორმაცია | 2010.02.04 17:15
"ეს ხელისუფლება იმის საპირისპიროს აკეთებს, რაც სურდა ზურაბ ჟვანიას. იმიტომ მივიღე პატარკაციშვილის გუნდში გადასვლის გადაწყვეტილება, რომ ის მესახებოდა ადამიანად, რომელსაც შეეძლო ქვეყანაში მიმდინარე უკუღმართი პროცესების შეჩერება. შეეძლო სარგებელი მოეტანა ჩვენი ქვეყნისთვის.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
მაქსიმ შევჩენკო: ცოტას ვიცნობ ჟურნალისტებს, რომლებთანაც პრეზიდენტებს ჰქონდეთ ისეთი დიალოგი, როგორიც მედვედევს მალხაზთან ჰქონდა
ცოტნე ბაკურია: მე, სამწუხაროდ, არაფერი გამიგია საქართველოში მაკკეინის მიერ ჩადენილი გმირობის შესახებ
დეკანოზი დავითი (ქვლივიძე) : ბოლო დროს ტელეეთერით გაშუქებულმა მეტად უზნეო და გარყვნილმა გადაცემებმა პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანულ ტრადიციებს, ზნეობასა და სიწმინდეს
ერიც და ბერიც "ბნელი" ყოფილა, ნათელში მხოლოდ ნინია კაკაბაძე და მისი მეგობრები დგანან
თემურ შაშიაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" მრავალ დეპუტატს რუსეთში ბიზნესი აქვს...
მანანა ღურჭუმელიძემ მასწავლებლების ხარჯზე მილიონები იშოვა და ოჯახის წევრები დაასაქმა
ნატოში რუსეთი შეგვასწრებს?
"უკვე ყველანაირი იმედი დავკარგე, ბავშვებს ყოველდღე ნაგავსაყარზე დაგდებულს პოულობენ და ჩვენნაირი ხალხისთვის შვილება შეუძლებელია"
კოკა ყანდიაშვილი: "ჯორჯიან თაიმსი" წელიწადში რამდენჯერმე ახერხებს აღმოჩნდეს მთელი ერის ყურადღების ცენტრში
თბილისის მერობის კანდიდატი გია ჭანტურია _ "პოლიტიკური თოჯინა" თუ რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რგოლი
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63