|
„მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ეკა ბესელია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებათა მინისტრს დიმიტრი შაშკინს პირველ დავალებას აძლევს.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, დიმიტრი შაშკინს უგზავნის გლდანის მე-8 საპყრობილის მსჯავრდებულის მერაბ წიკლაურის განცხადებას, სადაც ინვალიდი პატიმარი სამედიცინო პრობლემებზე საუბრობს - პატიმარს არ მიეწოდება წამლები და არ აქვს ელემენტარული პირობები.
ბესელიას თქმით, ეს არის კონკრეტული ფაქტი, რომელიც სხვადასხვა საპყრობილეებში მრავლად არის; საპყრობილეების ხელმძღვანელების მხრიდან ხშირია პატიმრების ცემა და წამება. ასევე, არსებობს საპყრობილეებში სამედიცინო პრობლემა.
„2008 წელს გარდაცვლილ პატიმრების რიცხვი, სხვა წლებთან შედარებით, ორჯერ მეტია. ავადმყოფი პატიმრები არ არიან იზოლირებული სხვა პატიმრებისგან და არსებობს მრავალი სხვა პრობლემა“, _ აღნიშნა ბესელიამ.
მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა ვითარებაა რუსთავის ქალთა კოლონიაში, ასევე, პირველ საპყრობილეში, სადაც ბოლო დღეებში ათეულობით ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ჯარისკაცები. რთულია სიტუაციაა გლდანის საპყრობლეში, სადაც ხშირია ადმინისტრაციის მხრიდან ცემისა და წამების ფაქტი.
ბესელიამ, ასევე, დაასახელა ქუთაისის ციხე, სადაც რთული პირობებია. მანვე მოუწოდა დიმიტრი შაშკინს, დაინტერესდეს მდგომარეობის გამოსწორებით და დაისაჯოს ის ხელმძღვანელები, ვინც მონაწილეობდა პატიმრების ცემასა და წამებაში.
|