|
კახა ბენდუქიძისთვის ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის მას მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
ბენდუქიძე მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრება და როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება ბოლო სხდომა, რომელსაც კანცელარიის ხელმძღვანელის რანგში დაესწრება.
მისივე ინფორმაციით, კანცელარიაში მუშაობას არ გააგრძელებს. „რაც უნდა თქვას ჩემზე ოპოზიციამ, ჩემს მუშაობას ამაოდ არ ჩაუვლია და ამ მუშაობამ კონკრეტული პოზიტიური შედეგი უკვე გამოიღო. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა დღეს არის ბევრად უკეთესი, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო და ამაში ჩემი მცირედი წვლილიც არის“,-მიინჩნევს იგი.
თუმცა, როგორც ბენდუქიძე აღნიშნავს, კვლავ ბევრია გასაკეთებელი, ეს იქნება საკმაოდ რთული წელი და საქართველოს ბევრი გამოწვევა ელოდება.
რაც შეეხება პრემიერ მინისტრის ინიციატივას მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, როგორც კახა ბენდუქიძე აღნიშნავს, მისთვის ეს საკითხი უკვე ცნობილია და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება სამთავრობო უწყებებში შესაძლებელია.
|