|
საქართველოს საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იორან ლენმარკერი შიდა ქართლში იმყოფება.
ლენმარკერი პირველ შეხვედრას სოფელ კარალეთში გამართავს, სადაც ეუთო-ს ადგილობრივი ოფისია განთავსებული. შეხვედრა დახურული იქნება.
არსებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემაა მისიის ორი წარმომადგენლის გატაცების ფაქტი გორის რაიონის სოფელ აძვიდან. შესაძლოა, ლენმარკერმა დახურული შეხვედრის შემდეგ ჟურნალსიტებთან ეს ფაქტიც შეაფასოს.
ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე არ არიან მიწვეულნი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ეუთო-ს წარმომადგენელი არც მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს.
|