გრიგოლ ვაშაძე - რუსული პროვოკაციები უკვე უცხო ხილი არ არის
ნიქოზში დღეს რუსეთის სამხედრო ნაწილების მიერ განხორციელებულ პროვოკაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში რუსული პროვოკაციები უკვე უცხო ხილი არ არის. მისი შეფასებით, ეს იყო უხეში და ბინძური პროვოკაცია, რომელიც თითქოსდა საფორტიფიკაციო ნაგებობების აშენების მიზნით განხორციელდა.
დღეს 50-მდე ჯარისკაცმა და მძიმე ტექნიკამ სოფელ ნიქოზის ტერიტორიაზე გადმოინაცვლა და აღნიშნული სოფელი მალევე დატოვა.