სეპარატისტები საერთაშორისო საზოგადოებას აკრიტიკებენ. პრეტენზიები ე.წ. საგარეო საქმეთა მინიტრმა სერგეი შამბამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან კონფლიქტების საკითხებში მაიკლ კარპენტერთან შეხვედრისას გამოთქვა. სეპარატისტები აკრიტიკებენ ყველას, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მოითხოვენ, რომ გაითვლისწინონ რუსების მიერ აღიარებული ე.წ. რესპუბლიკის უფლებები. ამ შემთხვევაშიც შამბას არგუმენტები კრემლის პოზიციას ემთხვევა, ეგრეთწოდებული მინისტრის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა გახდა მიზეზი 2008 წლის აგვისტოში რუსულ-ქართული ომის.