|
ჯოზეფ ქეის სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 20 თებერვალს, 10:00 საათზე გამოაცხადებს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"ინა გუდავაძის წარმომადგენელმა ნონა ყანდიაშვილმა განუცხადა. ინა გუდავაძე სასამართლოზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს.
ყანდიაშვილის თქმით, დღეს სასამართლო მოსმენები დასრულდა. მხარეებმა კითხვა პასუხის რეჟიმი გაიარეს, იპაექრეს და სასამართლომ დოკუმენტური მტკიცებულებები გამოიკვლია.
ჯოზეფ ქეი სარჩელით ბადრი პატარკაციშვილის სამკვიდროს მმართველად აღიარებას ითხოვს.
|