eng  geo  rus  tur  სექტემბერი 23.09.2014 12:14:44
swf
ბიზნეს რეიტინგი
რა განსხვავებაა ჭიაბერაშვილის და სერგეენკოს „წარმომადგენლობით ხარჯებს“ შორის
rtf
ინტერვიუ
შოტლანდიაში მიმდინარე რეფერენდუმი, ადგილობრივი დროით, ათ საათზე დასრულდება
მამუკა არეშიძე: „ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკმაყოფილონი არიან მათი ხელმძღვანელების პასიურობით
ჯანეტ ქერდიყოშვილი მსოფლიოს ლამაზ ქალთა რეიტინგში მოხვდა
პოლიტიკა
ზურაბ გაგნიძე: რატიანი ხშირად ხვდება მარგველაშვილს და არწმუნებს, რომ მათი ერთიანობა აუცილებელია
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ICPD-ის სამოქმედო პროგრამის მიმართ
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს შტაბბინაში სიტყვით გამოვიდა
სამართალი
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის იმ ქონებას ეძებს, რომელიც სხვადასხვა კერძო და იურიდიულ პირებზეა რეგისტრირებული
ახალგაზრდა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა
შალვა ხაჭაპურიძე: რუსთავი-2 ტენდენციურები თუ არ არიან, რატომ ისიც არ თქვეს, რომ უმკაცრესი სასჯელები შეეფარდათ ხსენებულ პირებს
სამხედრო თემა
თავდაცვის სამინისტროში „კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების“ თემაზე მეორე საპილოტე კურსი დაიწყო
საქართველოში აშშ-ის არმიის მდივანი ჯონ მაკჰიუ ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა
ოცეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
პრესის დაიჯესტი
ბიძინა ივანიშვილი: ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2"
„არგუმენტი“ თბილისის მერიას ბოდიშს უხდის
საქართველო უცხოურ მედიაში: საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის გამოძახილი
ბლოგი
დონეცკის მხარეში ტყვედ არის აყვანილი 680 უკრაინელი ძალოვანი
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "ტრისტანის ჯვარი"
ლაზარე ზაქარიაძის ბლოგი: "სხვა სინამდვილე" (ბოინგ 777-ის კატასტროფა)
გამოკითხვა
მიეცემა თუ არა პასუხისგებაში მიხეილ სააკაშვილი?
დიახ
არა
არ ვიცი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი* CAPTCHA Image
(2.6)
ინტერვიუ
გენერალი კობა კობალაძე: საქართველოს ტერიტორიები ისე გასხვისდა, რომ პროტესტის გრძნობაც აღარავის შერჩა
2009.02.13 14:29


 

ქართველმა გენერლებმა  არასამთავრობო ორგანიზაცია "გენერალთა კლუბი" ჩამოაყალიბეს.  კლუბის შექმნის მიზანი გადამდგარი დათხოვნილი ოფიცრების  პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის შენარჩუნება, მოსახლეობაში სამხედრო ცოდნის პროპაგანდა, სამხედრო თეორიული აზრის განვითარების ხელშეწყობა იქნება, ასევე კლუბი ქართველი ოფიცრის მუნდირისთვის ღირსების დაბრუნებას ისახავს მიზნად.

"ჯორჯიან თაიმსი"ეროვნული გვარდიის ყოფილ სარდალს, გენერალ  კობა კობალაძეს ესაუბრა


მინი-დოსიე
კობა კობალაძე დაიბადა 1969 წლის 7 ივლისს ქ. თბილისში.
1986 წელს დაამთავრა თბილისის მე-12 საშუალო სკოლა.
1987-89 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა შორეული –აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის საჰაერო-სადესანტო ნაწილში. 1990 წელს ჩაირიცხა ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1999 წელს დაამთავრა.

1994-1996 წლებში წარჩინებით დაამთავრა ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი სამხედრო სპეციალობით (სადესანტო-სადივერსიო ქვეგანაყოფების მომზადება-გამოყენება), სამოქალაქო სპეციალობით (მუხლუხოვანი და ბორბლებიანი ტექნიკის ინჟინერი).

1996-99 წლებში მოსკოვში წარჩინებით დაამთავრა ფრუნზეს სამხედრო აკადემია (სპეციალობით შენაერთების სამხედრო-ადმინისტრაციული მართვადი ოპერატიული ხელოვნება).

2002 წელს ქალაქ გარმიშში (გერმანია) ჯ. მარშალის სახ. სტრატეგიის ცენტრში გაიარა სრული კურსი თემით: მსოფლიო გლობალიზაციის საკითხები და ევროატლანტიკური სივრცის ინტეგრაცია აღმოსავლეთის სივრცეში.

2003 წელს ამავე ცენტრში გაიარა სრული კურსი თემით: მსოფლიო ტერორიზმის განვითარების საფრთხე, მასთან ბრძოლის მეთოდები.
2001-2003 წლებში  გადამზადება გაიარა აშშ-ის, გერმანიის და თურქეთის სამხედრო სასწავლებლებში.

2002 წელს მიწვეული იყო აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდლის მიერ, მიენიჭა ჯორჯიის შტატის საპატიო გვარდიელის წოდება.

2003 წელს ქ. სან რემოში (იტალია) დაამთავრა სამხედრო კონფლიქტოლოგიის საერთაშორისო სამართლის კურსი.  

კობა კობალაძე 1990 წლიდან აქტიურად ერთვება საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა-ჩამოყალიბების პროცესში. 
1991-94 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

2000 წელს დაინიშნა სახმელეთო ჯარების სარდლად.

2001 წელს _ ეროვნული გვარდიის სარდლად.
არის გენერალ-მაიორი.

დღეს, გენერალი კობალაძე სამხედრო შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობს.

_ როგორ გაჩნდა იდეა გენერალთა კლუბის შექმნისა?

_ გენერალთა კლუბის შექმნის იდეა მეგობრებთან კონსულტაციის შემდეგ ჯანსაღი აზრისგან წამოვიდა, რადგან ქვეყანაში რეალურად, სამხედრო აზრის დეფიციტია.  ტელევიზიებს თვალს თუ მივადევნებთ, ვისაც არ ეზარება, ყველა სამხედრო ექსპერტია და არათუ სამხედრო განათლება არა აქვს, შეიძლება ჯარშიც არ არის ნამსახურები. 

როდესაც სხვადასხვა მოტივით, სამხედრო უწყებებიდან პროფესიონალთა განდევნა დაიწყო, მივიღეთ ის, რაც სახეზე გვაქვს... კერძოდ, აგვისტოს მოვლენები. მე არანაირად არ ვუკარგავ ღირსებას და დამსახურებას ჯარისკაცებს და ოფიცერთა იმ შემადგენლობას, რომლებმაც რეალურად იბრძოლეს და მაქსიმალურად დაიხარჯნენ.

მაგრამ აქ ერთი პრობლემაა, შეიძლება ადამიანი ბოლომდე დაიხარჯო, მაგრამ კონკრეტული ამოცანა არ გქონდეს განსაზღვრული, არ იცოდე მიზანი და ამ ამოცანის არსი.

_ ანუ სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან ამოცანის არასწორად დასმას გულისხმობთ?

_ სამხედრო მოქმედება არ განიხილება როგორც ცალკე ეტაპი. ეს პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. როდესაც სამხედრო მანქანას მოქმედებაში მოიყვან, მისი შეჩერება მხოლოდ პოლიტიკოსებს, კერძოდ, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს შეუძლია.

_ როგორ ფიქრობთ, ასეთი სამხედრო მანქანა არის ჩამოყალიბებული?

_ სტრუქტურული თვალსაზრისით შეიძლება არის, მაგრამ რაც შეეხება ამოცანების შესრულებას, ეს სხვა საკითხია. აგვისტოს მოვლენები საკმაოდ მძიმე გადასატანია. მხოლოდ ჩემი სანათესაოდან 25 ოჯახი იქცა საკუთარ სამშობლოში დევნილად.

ჩემს კოლეგებთან ერთად ხშირად ვსაუბრობთ, რომ სამხედრო ოპერაციის დაგეგმვა ემოციის და გულში მჯიღის ცემის ფონზე არ შეიძლება. მას საკმაოდ შრომატევადი ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება.  შემდეგი ეტაპი კი ამ ამოცანის პირად შემადგენლობამდე დაყვანა და მისი უზრუნველყოფაა, ანუ თითოეულისთვის იმის ახსნა, ვის რა მოეთხოვება.

_ მაინც რა ძირითადი ხარვეზები შეინიშნებოდა აგვისტოს ომის დროს?

_ ამასთან დაკავშირებით საკმაოდ შრომატევადი და საფუძვლიანი ანალიზი აქვს ჩატარებული გია ყარყარაშვილს _ ის, რომ მეტად დაბალ დონეზე იყო დაგეგმარება, ან სულაც არ იყო ამ პროცესების ისეთი სამხედრო უზრუნველყოფა, როგორც არის ზურგი და კავშირგაბმულობა. აღარაფერს ვამბობ საინჟინრო უზრუნველყოფაზე, ასევე მეთაურის "პირველ თვალზე და ყურზე", რასაც სამხედრო დაზვერვა ჰქვია. ეს მცნება ჩვენთან არც კი არსებობს. აღარაფერს ვამბობ საბრძოლო რუკების არარსებობაზე. წესდების მცირედი ცოდნაც კი იმაზე, რომ, როდესაც სამხედრო ნაწილი განგაშით დისლოკაციის ადგილიდან საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად გადის, ვალდებულია გაიტანოს ყველაფერი ღირებული _ ბეჭდით დაწყებული, დროშით და სამხედრო აღჭურვილობით დასრულებული _ და გადაიტანოს სათადარიგო რაიონში და ა.შ. ეს ყველაფერი ბაზებზე იყო დატოვებული. 

დიდი მადლობა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, რომლებმაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნასა და აღჭურვაზე იზრუნეს, მაგრამ მათთვის ჩვენც საიმედო პარტნიორები უნდა ვიყოთ და მხოლოდ შოშიასავით პირდაღებულები არ უნდა შევყურებდეთ, რამეთუ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მეტი ვერავინ და არავინ დაიცავს.

ანუ, როდესაც პარტნიორი შენ სიმდიდრეს გაძლევს, უნდა უზრუნველყო, რომ ეს სიმდიდრე მტერს არ ჩაუვარდეს ხელში და შემდეგ მის დედაქალაქში, მუზეუმში არ გამოფინონ.

კიდევ ერთი; მიუხედავად იმისა, რომ მობილიზაციის რეჟიმი იყო, არც მე და არც გამოცდილების მქონე სხვა ოფიცრებს თუ მეომრებს არ მოგვცეს საშუალება ჩვენი გამოცდილება გამოგვეყენებინა. სამწუხაროდ, ჩვენ არავის `შევუწუხებივართ~ და 17-18 წლის ბავშვები "შეაზილეს" რუსების და ვაი-ჩეჩნების ბატალიონს.

_ რატომ მოხდა ასე?

_ რატომ არ მოჰკიდეს ხელი კობალაძეს და არ დააყენეს აგრესორების წინააღმდეგ? კობალაძესაც მოინელებდნენ და აგრესორსაც შეაჩერებდნენ. დღეს საქართველოს ტერიტორიები ისე გასხვისდა, რომ პროტესტის გრძნობაც აღარავის შერჩა. ჩვენ გვაქვს ეს პროტესტის გრძნობა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სულ თოფით დავდივარ. ოთხი შვილის მამა ვარ, ჩემი შვილები წამოიჩიტნენ და მაშინ თუ თბილისიდან 400 კილომეტრში იყო წინახაზი, ახლა 50 კილომეტრშია.

_ ხელისუფლება შედეგებს, რომელიც აგვისტოს ომის შედეგად დადგა, ხსნის იმით, რომ ის ომისთვის არ ემზადებოდა...

_ შესაძლოა, ხელისუფლება მართლაც არ ელოდა ომს, თუმცა ამის მიზეზიც თავად ხელისუფლებაშია, რადგან სწორედ მან დანიშნა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომელთა მიერ მოპოვებული დამუშავებული მასალების და მონაცემთა ბაზის საფუძველზეც ასეთი დასკვნა გამოიტანა.  მაქვს ინფორმაცია, რომ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჰკითხეს, აგრესიის შემთხვევაში, ჩვენი მხარის საპასუხო ქმედებების შესახებ,  თავდაცვის სამინისტროდან მიიღეს პასუხი, რომ ამოცანის გადაწყვეტას 1-2 დღეში შეძლებდნენ.  ამაზე პროტესტს რომ გამოვთქვამდით, რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. 

ორფოლოს პოლიგონზე განლაგებული 180 ტანკით და დროშების ფრიალით, თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს შორის შეჯიბრით, ვინ უკეთ მართავს ტანკს, ომს ვერ მოიგებ.

ორფოლოს პოლიგონი მხოლოდ ასეულის მოსამზადებლად არის საკმარისი და არა 180 ერთეული მძიმე ტექნიკისთვის. იქ 4-5 ტანკის ჩაყვანა და ეკიპაჟების, მათი საშუალებით, რიგრიგობით მომზადება არანაკლებ ეფექტიანი იყო.

_ საუბრობენ, რომ ყველაზე დიდი ხარვეზი მაინც რეზერვისტთა სისტემაში გამოვლინდა.

_ არ ვიცი, ვინ რა დაიბრალა და როგორ, მაგრამ თავის დროზე, რეზერვის სამობილიზაციო გეგმა  ჩვენი გაწერილია და ის იმაზე კი არ ყოფილა გათვლილი, რომ რეზერვი პარტიული ნიშნით დაკომპლექტებულიყო, არამედ იმისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვის სისტემა ეფექტიანი ყოფილიყო და შექმნილიყო ქვეყნის სტრატეგიული რეზერვი.

ამ გეგმაზე მუშაობისას, შვეიცარიის გენერალური შტაბის სამხედრო დოქტრინით ვიხელმძღვანელეთ, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ასევე ისრაელის მხარესთან, საფრანგეთის სამთო ნაწილებთან და ამერიკის გვარდიასთან.

ჩანასახი კარგი იყო, მაგრამ არასწორად განვითარდა. თუმცა მათ, ვისაც ასეთ შენიშვნებს აძლევდნენ, ამის გაგონებაც არ სურდათ.

თავდაცვის და რეზერვისტთა სისტემის რეგიონალურობის მიხედვით ჩამოყალიბებაზე იმიტომ კი არ ვსაუბრობდით, რომ ჩვენი ახირება იყო, არამედ იმიტომ, რომ ასეთი სისტემები უფრო ქმედუნარიანი იქნებოდა. მაგრამ განაცხადეს, ხევსურეთში, კოდორის ხეობასა და მესტიაში ჩამოყალიბებული ბატალიონები თევზაძის და კობალაძის ჯარის ნაწილებია და უნდა დაიშალოსო.

სინამდვილეში, ეს ბატალიონები ამ ქვეყნის ჯარის ნაწილი იყო და ნებისმიერ აგრესორს, რომელიც საქართველოს შუაზე გაყოფდა, გზას ხაშურთან ან გორთან გადაუკეტავდა. ეცოდინებოდა, რომ საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის, და თბილისში "რუპორი" რომ მოიშალოს და განკარგულება ვერ გასცეს, პირად შემადგენლობებს რეგიონებში აქვთ იმის საშუალება, რომ აგრესორს ორგანიზებული წინააღმდეგობა გაუწიონ და ელემენტარულად, საქართველოში მისი ყოფნა მიზანშეუწონელი გახადონ.

ის ადამიანები, ვინც ამ ბატალიონებში იყო, წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, საომარ ვითარებაში ცხოვრობდნენ და მოწინააღმდეგესთან არაერთხელ ჰქონდათ შეხება, შესაბამისად, გამოცდილებაც.

სამწუხაროდ, ის პოტენციალი, რომელიც გვქონდა, თუნდაც მათი  სახით, არასწორად გამოიყენეს და ისე სწრაფად დავასრულეთ წინააღმდეგობა, ვგონებ, გინესის რეკორდების წიგნში მოვხვდებით.

2002 წელს, კახეთში უძლიერესი სამხედრო სწავლებები გაიმართა. მაშინ ჩავატარეთ ჩვენი საზღვრების  სრული მონიტორინგი, სხვათა შორის,  ოპერაციების უშიშროების მხრიდან კურატორი უშიშროების მინისტრის მაშინდელი მოადგილე ირაკლი ალასანია იყო, შს სამინისტროდან კი _ მინისტრი კობა ნარჩემაშვილი.

ეს სამი ძალოვანი უწყების კოორდინირებული ურთიერთქმედების პირველი სერიოზული მცდელობა იყო. ამ სწავლებებმა სერიოზული შედეგები მოიტანა და, ფაქტობრივად, ამის შემდეგ შევძელით სწორედ უკონტროლო ზონების გაკონტროლება.

კოდორის ხეობის ასე დათმობა დანაშაულია. სახლები დაგვიწვეს, ქვეყანა დაგვინგრიეს, საზღვარი თბილისთან მოგვიტანეს, მეტი რაღა უნდა დაგვემართოს?!

ის ხალხი, ვინც ასე თუ ისე პროფესიონალები ვართ, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს და რაღაცის გაკეთება შეეძლო, სახლებში გამოგვკეტეს და ერთ ნაბიჯს თუ გადადგამ, სამი ჭკუის დამრიგებელი გამოგიჩნდება, რომ შეიძლება შარს გადაეყარო. 

საქართველოში, იცით, რომ 70 გენერალია? ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მე ვარ, 39 წლის, ყველაზე მხცოვანი კი _ ბიძინა გუჯაბიძე, რომელიც 83 წლის გახდა. ამათ გარდა, გვყავს ოფიცერთა შემადგენლობა, რომელთაგან ბევრი, თავის დროზე, დივიზიას მეთაურობდა, ან საარმიო კორპუსის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი იყო და ა.შ. ამავე დროს, ბევრ მათგანს განათლება ევროპასა და ამერიკაში ჰქონდათ მიღებული.

ვის აქვს იმის უფლება, რომ ამ ხალხის გამოცდილება თუ გონებრივი პოტენციალი არ გამოიყენოს, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომელშიც ქვეყანა 2008 წლის აგვისტოში იყო, ან დღეს არის. ვფიქრობ, სრულიად გაუმართლებელია იმაზე საუბარი, რომ მათი ნაწილი ოდესღაც ვიღაცის სამსახურში იყო. თუ ასე მივუდგებით საკითხს, მაშინ, რა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ან გენერალი კვინიკაძე თუ გიორგი მაზნიაშვილი არ იყვნენ "სხვისი ოფიცრები"? 

_ ანუ მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლება გამოცდილ ოფიცრებს არ ენდობა?

_ შესაძლოა ასეცაა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ შევიყარეთ, გამგეობა ჩამოვაყალიბეთ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გენერალთა კლუბის შექმნის შესახებ. იყო დრო, როდესაც არაფერს ვამბობდით, მაგრამ მივხვდით, რომ ახლა დუმილი დაუშვებელია. ამავე დროს, ანალოგიური კლუბები საკმაოდ ეფექტურად არსებობენ და მოქმედებენ  სხვადასხვა ცივილიზებულ ქვეყნებში. მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია.

_ ხელისუფლებამ თქვენი პოტენციალი შეიძლება იმიტომაც არ გამოიყენა, რომ თქვენც მაინც წაგებული ომის გენერლები იყავით.

_ ომი მეტად ხანგრძლივი პროცესია. ომის დროს უკან დახევაც, წინააღმდეგობის გაწევაც და წინ წასვლაც ტაქტიკური სვლაა. აფხაზეთის ომის დროს შავნაბადას ბატალიონს ვხელმძღვანელობდი, შემდეგ თავდაცვის მინისტრ გია ყარყარაშვილის განკარგულებით, მე-11 ბრიგადის მეთაურის მოადგილე გახლდით საბრძოლო  მომზადების დარგში, შემდეგ უკვე _ ბრიგადის მეთაური. მაშინ არ გვქონდა ერთნაირი ჩაცმულობა, იარაღი, მაგრამ ჩვენი, შავნაბადას ბატალიონი ერთ-ერთი დისციპლინირებული და ბრძოლისუნარიანი იყო. საკმაოდ მოტივირებული და პროფესიონალი ოფიცრები გვყავდნენ. ასევე, ბევრმა ჯარისკაცმაც გაიარა ჩვენთან მომზადება და ღირსეული ოფიცერი გახდა.  მათი 90% დღეს შინ ზის. ვერ ვიგებ, ეს პოტენციალი რატომ არის გამოუყენებელი. თუ ამ ქვეყნის დაცვაზე ექსკლუზივი აქვს ვინმეს აღებული? თანახმა ვარ, ვიმსახურო როგორც ჯარისკაცმა, არ ვითხოვ, რომ მაინცდამაინც ოფიცრად ვიმსახურო.

_ ბოლო პერიოდში ჩანდა, რომ თავდაცვის სისტემის მშენებლობის კუთხით არაერთ ქვეყანასთან ვთანამშრომლობდით, თუმცა ჩვენი ჯარი არც ისეთი ქმედითუნარიანი აღმოჩნდა,   როგორიც მოლოდინი იყო..

_ ვიმეორებ, ქედს მოვიხრი ყველა დაღუპული ბიჭისა და ყველა იმ მებრძოლის წინაშე, ვინც ამ დღეებში ემოციურად დაიცალა. ვიცი შემთხვევები, ბევრ ჯარისკაცს და ოფიცერს მომხდარის გამო სამხედრო ფორმის დანახვა აღარ სურდა. ჩვენ არც კი ვიცით... არადა, ამ ომს რამდენი უსახელო გმირი ჰყავს: მოხუცი, ქალი, ბიჭი. უსახელოა იმიტომ, რომ ზურგის გამმაგრებელიც არავინ ჰყავდა და მათ სახელებს შვილებსაც ვეღარ შემოვუნახავთ.

ეს იმის ბრალია, რომ ჯარის პროპაგანდა, შესაძლოა, სწორად წარმოებდა, მაგრამ იმავე ჯარის დამსახურება უკვე დაუმსახურებლად გადაჭარბებულად გაშუქდა. კიდევ ერთი: ჩვენი ელიტარული ნაწილები, უფრო მეტად სამშვიდობო, პოლიციური ოპერაციების შესასრულებლად იყვნენ გაწვრთნილნი, ვიდრე წინა ხაზზე ბრძოლისთვის. თუმცა მომზადებული კაცის გადამზადება პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.  

უბრალოდ, ეს მცოდნემ უნდა ითავოს. დაგეგმარება სწორი უნდა იყოს. ამ მიმართულებით სრული ვაკუუმია.

_ გენერალთა კლუბი ამ ვაკუუმის შესავსებად რის გაკეთებას გეგმავს?

_ ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებში არ ჩავერთვებით. უბრალოდ, ჩვენს მოსაზრებებს და შენიშვნებს გავახმიანებთ და გარკვეულწილად მის რეალიზებასაც შევეცდებით. ამ ორგანიზაციის ბევრ წევრს არა მხოლოდ გამოცდილება, ნაშრომებიც აქვს, რომელთა გამომზეურებასაც ხელს შევუწყობთ.

ეს მასალები და თავად ამ ადამიანების გამოცდილებაც, თუნდაც უმცროს ოფიცერთათვის, მეტად მნიშვნელოვანი იქნება, რათა დაინახონ და მიიღონ რეალური ინფორმაცია, ვინ არის მათი მოწინააღმდეგე.

ხელისუფლებას, თუ სურვილი ექნება, შეუძლია ეს პოტენციალი თავის და ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენოს.

ჩვენ ჩეჩნეთის ბატალიონის  დროშაც გვაქვს, რომელზეც ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურების ხელმოწერაა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბრძოლო დროშაც გვაქვს, კაზაკებისაც და აფხაზებისაც. ისინი ჩვენთვის არავის უჩუქებია. საბრძოლო შეტაკებებისას დაგვრჩა, როგორც საბრძოლო ნადავლი.

ხვალ რომ ვინმემ გვკითხოს, თქვენ სამხედრო განათლება გაქვთ, საბრძოლო გამოცდილება, რამდენი რამის გაკეთება იყო საჭირო, არ კეთდებოდა და ამ დროს სად იყავითო, რა უნდა ვუპასუხოთ?

პროფესიით საჰაერო-სადესანტო ნაწილების ოფიცერი ვარ და, სხვათა შორის, ერთადერთი არა. ოჩამჩირის მიმართულებით დესანტი რომ გადმოსხეს და შეტევა დაიწყეს, რომელიმე მოვიდა და გვკითხა მათი მოძრაობის და მოქმედების ტაქტიკა, რადიუსი, კილომეტრაჟი, ამოცანა, საარტილერიო დანადგარების ზემოქმედების სივრცე?

ჩემი ჩათვლით არაერთი ოფიცერია, რომელსაც ფრუნზეს სახელობის საერთო საჯარისო აკადემია აქვს დამთავრებული, სადაც არა მხოლოდ ყველა საჯარისო ნაირსახეობა ისწავლება, არამედ მათი ურთიერთქმედება განიხილება. ვინმე მოვიდა და გვკითხა რამე?

ნუთუ ამ ქვეყანაში კობა კობალაძე უფრო მიუღებელია, ვიდრე ტანკზე გადამჯდარი რომელიმე აგრესორი? სხვათ შორის, აქ მხოლოდ კობალაძეზე არ არის საუბარი და მაშინ გვითხრან მიზეზი, რატომ იქცევიან ასე. რატომ არა გვაქვს, ჩვენი ქვეყნის სამსახურზე, აღარაფერს ვამბობ, ჩვენი ქვეყნისთვის სიკვდილის უფლება? 

_ გენერალთა კლუბის შექმნა და ღირსების კოდექსის მიღება ახალ ხელისუფლებაზეა გათვლილი?

_ მე სამხედრო პირი ვარ. ჩემგან უმაღლესი მთავარსარდლის აუგი არ ითქმება და არც ვიტყვი. ჩვენ ამას არა რომელიმე ხელისუფლებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის ვაკეთებთ. სამხედრო აკადემიაში მხოლოდ საკუთარ ოპერატიულ-ტაქტიკურ ხედვას კი არ გასწავლიან, არამედ მოწინააღმდეგისასაც და შენ საშუალება გაქვს, მათი ანალიზი აწარმოო. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ რუსეთის მხრიდან ომს არ ველოდით და ამისთვის მზად არ ვიყავით, უადგილოა. რას ჰქვია, არ ველოდით! დაძაბულობა ჰაერში იგრძნობოდა და გამუდმებით იწერებოდა მედიაში, რომ ვლადიკავკაზის მიმართულებით რუსეთი საჯარისო შენაერთების თავმოყრას ახდენდა. ეს იყო აშკარა ნიშნები იმისა, რომ ომი შეიძლებოდა დაწყებულიყო.

 

 

დალი ბჟალავა
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 1379 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
უილიამ ლაჰიუ საქართველოზე
არჩილ კბილაშვილის განცხადება
მკვლელობაში ბრალდებულები გაათავისუფლეს
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე
აჭარაში ზარალს ითვლიან
მოჭიდავეების მოწოდება და ხმაური სამინისტროსთან
სააკაშვილის ვერტმფრენი იყიდება
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის წესები იცვლება
ნამორაძე და კოდუა მაესტროს გადაცემა "ცხრიანში"
ფოთში დევნილები შიმშილობენ
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილება
ხარისხის დღე
              
ყველაზე რეიტინგული
საზოგადოება |
2014.09.22 17:34
„სხვათაშორის მიკვირს, რატომ არ მაქვს ნანუკაზე რეაქცია, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ“ - განაცხადა კოდუას ყოფილმა მეუღლემ.
სამართალი |
2014.09.19 13:44
გამოძიებამ დაადგინა, რომ ასლან ფ. ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას სისტემატურად ახდენდა.
კულტურა |
2014.09.19 11:35
ქართველი მაყურებელი ნამუშევრის ნახვას 24 სექტემბრიდან შეძლებს.
სამართალი |
2014.09.18 14:35
"უსამართლობა იქნება, თუკი ნოშრევან ნამორაძეს გაათავისუფლებენ"- ლაურა ღაჭავა.
სამართალი |
2014.09.18 13:27
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 7 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას 93 აბი „სუბუტექსი“ და 46 აბის ნატეხი ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით 1,003 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.
პოლიტიკა |
2014.09.18 13:11
ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართეს და ISAF-ის ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
სამართალი |
2014.09.18 12:00
ავტომანქანის კარებსა და საბარგულის კედლებში არადეკლარირებული 17 დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს, რომელთა საბაჟო ღირებულებამ, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, 35286 ლარი შეადგინა.
ძიება საიტზე
Geotimes TV
უილიამ ლაჰიუ საქართველოზე
არჩილ კბილაშვილის განცხადება
მკვლელობაში ბრალდებულები გაათავისუფლეს
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 1  2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 232425262728
2930     

სექტემბერი 2014
დღის ქრონიკა
17:29
პრეზიდენტ მარგველაშვილს სასამართლოში უჩივლეს
16:49
2015 წლიდან, შესაძლოა, სკოლებში მასწავლებლების დეფიციტი შეიქმნას
16:09
სოზარ სუბარი: კვესიტაძის მთელი გადაცემა ტყუილებზე იყო აგებული
16:02
ლუკა კურტანიძეს მოჭიდავეებმა ნაძირალა უწოდეს
15:52
მოსამართლე - “მტკიცებულება კანონის დაცვით არის მოპოვებული და არ არსებობს რაიმე გარემოება, რის გამოც მასალა საქმეზე არ უნდა დაიშვას”
მთავარი დღეს
"ქვეყანა გაჩერებულია"- მიხეილ სააკაშვილი
ეკონომიკა
კონკურენციის სააგენტომ უფლებამოსილების შესრულება 1-ლი ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს
კომპანია „მარშემ“ ფრანგულ კვების მრეწველობის ლიდერ კომპანიასთან მოლაპარაკები დაასრულა
მესტიაში და ანაკლიაში წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე 19 მლნ დაიხარჯება
საზოგადოება
რაფალიანცის ბებიამ არ იცის, თუ რატომ შეარჩიეს მაინცდამაინც მისი შვილიშვილი და იხსენებს რძლის ნაამბობს, რომ მის დას ემუქრებოდნენ
თსუ სტუდენტები თბილისის მერიასთან აქციას გამართავენ
1 ნოემბრიდან ფეისბუქი ფასიანი ხდება
კომენტარი
,,უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ნატო-ს მოკავშირეები გაწევრიანების გარეშეც შეიძლება გახდნენ"- პაველ კლიმკინი
მარტვილში გატაცებული საარჩევნო დოკუმენტაცია უკან დააბრუნეს
"ხელისუფლებამ წარსულთან ბრძოლაში მთელი თავისი რესურსი დახარჯა",- დავით ბაქრაძე
მსოფლიოში
"სირცხვილია, რომ ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე კვლავ უარს აცხადებს"- ჯონ მაკკეინი
უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს
"შესაძლოა, ხალხს ვავნე... რომ შემეძლოს თავიდან დაწყება, ამას არ ვიზამდი"- ნიკოლა სარკოზი
ტაბლოიდი
"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეთა ვინაობა ცნობილია
"მარგველაშვილის გოგო მამას ჯობია!" - ვახტან რჩეულიშვილი
შორენა ბეგაშვილს თითო კვირას თითო ქმარი ეყოლება
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2014 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge