გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია ერთხმად მიიღო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია გუშინ ერთხმად მიიღო. გაერო-ს მანდატი საქართველოში ოთხი თვით, 15 ივნისამდე გაგრძელდა.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანია რეგიონში გაერო-ს ყოფნისთვის უაცილებელი ელემენტების შემუშავება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეებმა არ უნდა გამოიყენონ ძალა და დაიცვან ადამიანის უფლებები. ასევე, რუსეთმა შეიარაღება უნდა გაიყვანოს აფახაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან 12 კმ-ზე, მძიმე ტექნიკა კი - 24 კმ-ზე.