გორის რაიონში დღეს სამი განახლებული საჯარო სკოლა გაიხსნება
გერმანიის ელჩი პატრიცია ფლორი, შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი და "ვორდ ვიჟენ" საქართველოს დირექტორი დევიდ ვომბლი გორის რაიონში დღეს სამ განახლებულ სკოლას გახსნიან.
"ვორდ ვიჟენის" საქართველოს ოფისმა, გერმანიის მთავრობასთან ერთად, აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული გორის რაიონის 9 სკოლა და საბავშვო ბაღი გაარემონტა. შეკეთდა საქაშეთის, შინდისის, ახალდაბის, არაშენდას, ბერბუკის, თორტიზას, რეხას, ყელქცეულას, ქვემო ხვითისა და ფხვენისის სკოლები.
დაზიანების სიმძიმის გამო ბევრ სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. სარემონტო სამუშაოების შედეგად, სკოლებში გამოიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, დაიგო ახალი იატაკი. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ სასწავლო პროცესის განახლება შესაძლებელი გახდა.