თბილისის საკრებულო 25 თებერვალთან დაკავშირებით მოუწოდებს საზოგადოებას დილის 11 საათზე მანქანების საყვირებითა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ თავისუფლებისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამით გამოიხატება ქართველი ხალხის შეურიგებლობა ოკუპანტების მიმართ.
`1921 წლის 25 თებერვალი ყველას უნდა ახსოვდეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ოკუპანტები კვლავ ცდილობენ საქართველოს ტერიტორიის დაპყრობას,` - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.