`ქალთა პარტია` ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება
9 აპრილს დაგეგმილ ოპოზიციის აქციას `ქალთა პარტია` უერთდება. ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას პრეზიდენტის გადადგომის შესახებ პარტიის ლიდერიც იზიარებს. გუგული მაღრაძე ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სწორედ 9 აპრილს გამოვლინდება, ვინ წარმოადგენს ხელისუფლების ნამდვილ ოპოზიციურ ძალას.