ნიკა გილაური ანტიკრიზისული საბჭოს მოსაზრებების გათვალისწინებას გეგმავს
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სტატისტიკის დეპარტამენტის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბების საკითხში, ანტიკრიზისული საბჭოს მოსაზრებების გათვალისწინებას გეგმავს.
ამის შესახებ გილაურმა დღეს პარლამენტში, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე მისვლისას განაცხადა. მისი თქმით, იგი ყოველთვის მზად არის პარლამენტთან ითანამშრომლოს, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, უკვე შემუშავებულ კანონპროექტში ცვლილებები კიდევ შევიდეს.
რაც შეეხება კანონპროექტს, მასზე მუშაობა უკვე დასრულდა და სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტებმაც მიიღეს. ამ კანონპროექტით სტატისტიკის დეპარტამენტს დამოუკიდებელი საბჭო უხელმძღვანელებს.