ქართულ-რუსული ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სოხუმში ვიზიტს განაგრძობს. ჰაიდი ტალიავინი სოხუმში ექსპერტთა ჯგუფთან ერთად იმყოფება. იგი უკვე შეხვდა სეპარატისტების ლიდერს სერგეი ბაღაფშს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას.
შეხვედრის მთავარი თემა ქართულ-რუსული ომი, აფხაზეთში ადამიანის უფლებები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვება იყო.
ტალიავინი ხვალ გალის რაიონში გეგმავს ჩასვლას, რის შემდეგ ის თბილისში დაბრუნდება. საერთაშორისო კომისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ დასკვნა სავარაუდოდ ივლისის ბოლოს ექნება მზად