ჟენევაში ჰილარი კლინტონისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება
2009.03.06 11:41
ჟენევაში დღეს აშშ-ის სხელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის პირველი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
კლინტონი და ლავროვი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, მათ შორის განიარაღების პრობლემას, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების საკითხს, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას და ავღანეთში ვითარების დასარეგულირებლად თანამშრომლობას.
დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე დოკუმენტის ხელმოწერა ან შეთანხმების მიღწევა არ იგეგმება.
ლავროვის განცხადებით, ეს იქნება არა მოლაპარაკება, არამედ მხოლოდ შეხვედრა და საუბარი.