“მოძრაობა 7 ნოემბრის” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა
“მოძრაობა 7 ნოემბრის” წევრებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს.
მათი განცხადებით, აპროტესტებენ სანდრო გირგვლიანის, როინ შავაძის, ამირან რობაქიძისა და იმ ადამიანების მკვლელობას, რომლებიც, მათივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმს შეეწირნენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, ამ აქციასთან დაკავშირებით მათ განაცხადი უკვე შეიტანეს და, შესაბამისად, აქცია სანქცირებულია.
გზის გადაკეტვის მცდელობა საპატრულო პოლიციამ აღკვეთა, რასაც შეხლა-შემოხლა მოხდა. ჯიშკარიანის განცხადებით, პატრულის თანამშრომლებმა დაჩი ცაგურია დააკავეს.
ჯიშკარიანი, ასევე, აცხადებს, რომ ისინი შეჩერებას არ აპირებენ. “ხვალ ანალოგიური აქცია ქუთაისში გაიმართება. ისინი არ გაჩერდებიან მანამ, სანამ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებაში იქნებიან.