ოსი სეპარატისტების მიერ დაკავებული გივი ჩიგოევი და თამარ ჩაროევა პოლიტპატიმრები არიან - ამ განცხადების დამადასტურებელ მტკიცებულებების წარდგენას დღეს სახალხო დამცველის ოფისში აპირებენ.
ქართულ-ოსური კავშირის `იბერ-ირონის` თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ გივი ჩიგოევსა და თამარ ჩარაევას კოკოითი პირად მტრებად მიიჩნევს და ეს გახდა მათი დაპატიმრების მიზეზიც.
ორივე დაკავებული 2006 წელს გამართულ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა.