eng  geo  rus  სექტემბერი 03.09.2010 01:26:30

 

პოპულარული სიახლეები
პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
პირველად წყალბურთის ისტორიაში "ლენ ტროფი"-ს ა ჯგუფის საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისში გაიმართება
ქართველი კალათბურთელები მორიგი მატჩისთვის ემზადებიან
swf
(0.0)
ინფორმაცია
ინგა გრიგოლიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა.
როგორცინტერპრესნიუსსინგა გრიგოლიამ განუცხადა, განცხადება გუშინ დაწერა

ჟურნალისტის თქმით, მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული განცხადება გახდა, რომელიც მასთან შეუთანხმებელი იყო და, რომელსაც  არ ეთანხმებოდა.

მე არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რაც ამ განცხადებაში იყო. რადგან ვიყავი დირექტორის მოადგილე, მივიღე თანამდებობს დატოვების გადაწყვეტილება. გადავდექი, რადგან, როდესაც შენ ამხელა პოსტი გიჭირავს, გაქვს განსხვავებული პოზიცია და არ ეთანხმები ხელმძღვანელობის  განცხადებას, კეთილი უნდა ინებო და წახვიდე“,-აღნიშნა გრიგოლიამ.

ამასთან, მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემაპოლიტიკური კვირაგაგრძელდება.

გადაცემის წაყვანას ჩვეულებრივად გავაგრძელებ და დავრჩები რიგით ჟურნალისტად. როდესაც ვუთხარი ლევან ყუბანეიშვლს განცხადების დაწერის და გადადგომის შესახებ, მან  გამოითქვა სურვილი, გადაცემა ჩვეულებრივად გაგრძელებულიყოჩემი თანამდებობიდან წასვლა არ შეეხებოდა გადაცემას. ვფიქრობ, გადაცემა უნდა გაგრძელდეს, რადგან აქამდე ამ გადაცემას პრობლემა არ ჰქონია და ეს არის თავისუფლი ტრიბუნა. როდესაც თვისუფალ სიტყვასთან დაკავშირები ამხელა პრობლემებია ქვეყანაში, პირდაპირ ეთერში გადაცემა, რომელიც რეალურად ასახავს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს, უნდა გაგრძელდეს“,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ და აღნიშნა, რომ ვიდრე საზოგადოებრივ არხზე მიჰყავს გადაცემა, მისი სტუმარი ირაკლი ოქრუაშვილი ვერ იქნება.

ეს ვერ მოხდება, ვიდრე  მაქვს გადაცემა პირველ არხზე. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააფიქსირა თავის პოზიციარომ მსჯავრდებულების ჩართვა პირდაპირ ეთერში სტანდარტების დარღვევაა. ეს ნიშნავს, ვიდრე ხელშეკრულებით გადაცემა მექნება ამ არხზე, იმ პირებს, რომლებიც განცხადებაში იყო ჩამოთვლლი, მე ალბათ ვერ მოვიწვევ. ეს პირველი შემთხვევა იყო, მანამდე ზეწოლა არ მქონია. პირველივე პრობლემა ხმამაღლა გავახმაურე. ამ სკანდალმა დაადასტურა, რომ მე არავის ვუთანხმებ გადაცემის სტუმრებს. ირაკლი ოქრუაშვილს, უბრალოდ, ჯერ მოველაპარაკე და წინასწარ გავრცელდა, რომ უნდა მომხდარიყო ჩართვა. ტექნიკური საკითხების გამო ჩემი და ჩემი პროდიუსერის გადაწყვეტილება სხვა პირებისთვისაც უნდა მეთქვა და საერთაშორისო ჩართვის სიგნალი უნდა შემეკვეთა“,- აცხადებს ჟურნალისტი.

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა ’’პოლიტიკურ კვირაში’’ ეკა ბესელიას  განცხადება ზეწოლად შეაფასა.
მაუწყებლის 10 მარტის განცხადების მიხედვით, გადაცემაშიპოლიტიკური კვირა” „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვისერთ-ერთი ლიდერი ცდილობდა, მიეღო გარანტია, რომ ინგა გრიგოლია ირაკლი ოქრუაშვილის ტელეხიდის მეშვეობით ინტერვიუს ჩამოართმევდა, ეკა ბესელია არ მალავდა, რომ ეთერშიც სწორედ ამ გარანტიის მისაღებად მივიდაპარალელურად, იგი მანიპულირებდა იმ ფაქტითაც, რომსაზოგადოებრივი მაუწყებლისეთერში გრიგოლიას მუშაობა მისი დამსახურებაა.

პოლიტიკოსი ქალბატონისგან ისმოდა ბრალდებები საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ მიკერძოებასთან დაკავშირებითაც, რისი კონკრეტული ფაქტიც ბესელიამ ვერ დაასახელა, საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისიო სტანდარტების დარღვევად მიიჩნევს იმ მსჯავრდებული პირების ეთერში გამოყვანას (მაგ. იგორ გიორგაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან მამალაძე, ემზარ კვიციანი და სხვები), რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს მიერ იძებნებიან”, - აღნიშნულია განცხადებაში.

Interpressnews
2009.03.12 15:17
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 100 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
დღის ქრონიკა
18:41
ანონსი
18:17
7 სექტემებერს საქართველოში კონდოლიზა რაისი, მიხეილ გორბაჩოვი და უილიამ პერი ჩამოვლენ
18:15
თემურ იაკობაშვილი: ძვირფასო მეგობრებო, ეწვიეთ საქართველოს
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სექტემბერი 2010

Rambler's Top100

გაზეთი
საზოგადოება | 2010.08.09 23:29
იმ დღეებში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ყელყელაობდა: "შლოპანციან რუს და აფხაზ ჯარისკაცებს სამ საათში დავამარცხებთო". უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე კი "მეორე ხმაში" მღეროდა: ჟანგიან რუსულ გემებს სევასტოპოლამდე გავდევნითო.
ეკონომიკა | 2010.08.09 23:04
ხელისუფლებამ მცირე ბიზნესის საბოლოოდ ალაგმვა განიზრახა. როგორც ჩანს, ამჯერად მცირე ბიზნესი საქართველოში ახალ საგადასახადო კოდექსს შეეწირება. ვნახოთ, როგორ აფასებენ "რევოლუციური", ორაზროვანი ახალი საგადასახადო კოდექსის შინაარსსა და შედეგებს კომპენტენტური პირები და ორგანიზაციები.
პოლიტიკა | 2010.08.09 22:53
თეა თუთბერიძე: უკვე დიდი ხანია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო დოკუმენტაციას ვთხოვთ, თუმცა, არათუ დოკუმენტაცია, ნორმალურ პასუხსაც არავინ გვცემს.
ინტერვიუ | 2010.08.09 22:42
ჩემს ოჯახს მისგან საჩუქრები და ინდულგენციები არასოდეს მიუღია. არის თუ არა 13 ათასი დოლარი "სიმბოლური" და "აჩუქა" თუ არა ინგა გრიგოლიას მამას სააკაშვილმა ბიზნესი? მიმდინარეობს თუ არა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ფარული პოლიტიკური კამპანია და არის თუ არა მზად საკრებულოს დეპუტატი, მოიგერიოს პოლიტიკური მეტოქეები? ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსი" ინგა გრიგოლიას შეხვდა, რომელმაც მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო ხანს გავრცელებული ბრალდებების შესახებ ისაუბრა.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
დიდი თურქობა საქართველოში
ის, რაც ბოლო წლებში ხდება...
ქართული პრესა და პრეზიდენტი...
ვინ ლობირებს ხელისუფლებაში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს?
საქართველოს ეკონომიკა ღვინიასავით უფსკრულში იჩეხება.
800 ოფიცერი შინ წავიდა. მიხეილი კი კმაყოფილ-ბედნიერი!
გიგა ბათიაშვილი: მაგ თქვენს "ვირის ხიდს", მოვა დრო, თუ ცოცხალი დავრჩი, სხვაგან გადავიტან.
იაკობ ჯუღაშვილი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინისა და ბერიას მკვლელობა "პარტ აპარატჩიკების" მიერ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე, ვერ მოხდებოდა. ბერიას მკვლელობა და სპეცკომიტეტის გაუქმება ერთი იყო.
რატომ ჩახოცეს აფრასიძეები?!
"სასოწარკვეთილ გაუთხოვართა შოუ" ანუ "დღის შოუ".
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63