ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი ე.წ. საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრაზე მუშაობს. ამის შესახებ ცხინვალის ე.წ. ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი იუწყება.
მათივე ცნობით, „საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი ედუარდ კოკოითიმ პარლამენტის თავმჯდომარე ზნაურ გასიევთან, მის მოადგილეებთან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბელა პლიევასთან შეხვედრაზე განიხილა“.
კოკოითიმ პლიევას ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით წინადადების შემუშავება დაავალა, რომლის საფუძველზეც შესაბამისი ბრძანებაც შემუშავდება.
ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა შეხვერდაზე აღნიშნა, რომ ეს იქნება „დამოუკიდებელ სახელმწიფოში პირველი საპარლამენტო არჩევნები“.
|