პარლამენტის მიერ მიღებულ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონზე დღეს ვენეციის კომისია იმსჯელებს.
მოგვიანებით ვენეციის კომისია ამავე კანონთან დაკავშირებით ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” მიერ მომზადებულ პროექტსაც განიხილავს. “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები ევროსაბჭოს აქვს და ვენეციის კომისიაც კანონზე სწორედ მათი რჩევით იმსჯელებს.
რაც შეეხება “ქრისტიან-დემოკრატების” ინიციატივას, საუბარია პროექტზე, რომელიც თარგამაძის გუნდმა “ენგურჰესთან” დაკავშირებით ქართულ მხარესა და რუსულ კომპანია “ინტერ რაოსთან” მემორანდუმის დადების შემდეგ მოამზადა. მათი ინიციატივის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების სპეციალური ნებართვა არ გაიცემა.
|