დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა გახდა, რომელიც მანამდე ეგვიპტესა და სირიაში იყო ელჩი. აღნიშნულ რესპუბლიკებში ელჩად გოჩა ჯაფარიძე დაამტკიცეს, რომელიც მანამდე ელჩის მოვალეობას ქუვეითში, საუდის არაბეთში, ბაჰრეინში, კატარში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ასრულებდა. აღნიშნულ სახელმწიფოებში ჯაფარიძე ეკატერინე მიქაძემ შეცვალა, რომელიც ელჩი იორდანიაში, ერაყსა და ლიბანში იყო. მიქაძე კი ზურაბ ერისთავმა შეცვალა.
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ასევე, ვენაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივ წარმომადგენლად პაატა გაფრინდაშვილი დაინიშნა; უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიორგი კუბლაშვილი გახდა, ხოლო თუქმენეთსა და ავღანეთში - იოსებ ჩახვაშვილი, ესტონეთში - რუსლან აბაშიძე.