ევროპის საინვესტიციო ბანკი ლიტვას 1,13 ევროს კრედიტს გამოუყოფს
ლიტვა ევროპის საინვესტიციო ბანკიდან (EIB) 1,13 მლრდ ევროს კრედიტს მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო “ფრანს-პრესი” იუწყება. 340 მლნ ევროს პირველ ტრანშს ვილნიუსი უახლოეს მომავალში მიიღებს.
თანხას ლიტვა ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისკენ, საგანმანათლებლო და სამედიცინო პროექტების განხორციელებისთვის მიმართავს.
კრედიტი 25 წლით გამოიყო, მისი საპროცენტო განაკვეთი წელიწადში 4,2 პროცენტს შეადგენს.
ლიტვის ეკონომიკა ფინანსური კრიზისის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. 2009 წელს ქვეყნის ეკონომიკის 4,9 პროცენტით შემცირებას ელოდებიან.