სროლის ხმა ისმოდა წუხელ სოფელ საბერიოში. ადგილობრივთა განცხადებით, ერთმანეთს რუსი აგრესორები და ჩეჩენი მებრძოლები დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ნასვამმა ოკუპანტებმა ჩეჩნებს სოფლებიდან საკვების ამოღების ბრძანება მისცეს, რასაც ისინი შეწინააღმდეგნენ.
დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ინციდენტში საბერიოს გარდა, სხვადასხვა საგუშაგოზე განთავსებული რუსი ოკუპანტები და ჩეჩენი ბოევიკებიც მონაწილეობდნენ.
ადგილობრივი მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში ტყეში იყო გახიზნული. ისინი სახლებს გამთენიისას დაბრუნდნენ.