ქართველმა მედიკოსებმა ანტისიმსივნური პრეპარატი `ნოვოგენი` შექმნეს. პრეპარატის ავტორები ექიმები დეა ყოლბაია და ალექსანდრე თავართქილაძე არიან. წამალი მცენარეული ნედლეულიდან მიღებული ნატურალური პრეპარატია და დღეს უკვე მრავალი დაავადების მკურნალობის ეფექტური საშუალებაა.
აფხაზეთიდან დევნილმა დეა ყოლბაიამ თავისი საქმიანობა აფხაზეთის სამედიცინო საზოგადოებას გააცნო. წამალი უკვე სამი წელია გაყიდვაშია და მისი ფასი 195 ლარია. პრეპარატის ავტორების ინიციატივით წამლის შეძენას დევნილები შეღავათიან ფასში შეძლებენ.