eng  geo  rus  სექტემბერი 03.09.2010 01:26:22

 

პოპულარული სიახლეები
პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
პირველად წყალბურთის ისტორიაში "ლენ ტროფი"-ს ა ჯგუფის საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისში გაიმართება
ქართველი კალათბურთელები მორიგი მატჩისთვის ემზადებიან
swf
(0.0)
კონფლიქტები
რა ხდება გალში?

 

 

გალის რაიონში წლების მანძილზე ქართველები გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობენ. აფხაზეთის ანექსიის პროცესის დასაწყისში კი მათთვის ეს ყოფაც გაუარესდა. რუსი ჯარისკაცებისგან ზურგგამაგრებული აფხაზები უფრო გათავხედდნენ, ცალკე რუსები სჩადიან ათასგვარ სიბინძურეს და დანაშაულს. მათი სამიზნეც, ცხადია, ქართველები არიან.

გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებიდან ხალხი ღამით ყოველდღიურად გადმოდის ზუგდიდის რაიონში. ენგურის ხიდზე მათ აღარ ატარებენ. ამიტომ სოფელ ფიჩორიდან ბილიკებითა და ვიწრო გზებით გადმოდიან. ურიკებით, ურიკებში შებმული სახედრებით გადმოაქვთ გალში მოყვანილი სოფლის მეურნეობების პროდუქტები. ზუგდიდის ბაზარში ყიდიან ან ბითუმად აბარებენ გადამყიდველებს და მერე ისევ უკან გადადიან. ხშირია შემთხვევები, როცა განმუხურისკენ მომავალ ქართველებს გზადაგზა აყაჩაღებენ, სიმწრით მოწეულს ართმევენ და შეურაცხყოფასაც აყენებენ:  სცემენ... ძნელია გაიგო, ვინ აკეთებს ამას, რადგან თავდამსხმელები ნიღბებში არიან და რუსულად მეტყველებენ. თუმცა მიზანმიმართულად ვრცელდება ხმები, რომ ყველაფერში დამნაშავენი აფხაზები არიან.  სინამდვილეში კი ამას რუსები აკეთებენ, რათა ქართულ-აფხაზური შუღლი უფრო გააღვივონ. ის აფხაზები, ვისაც გალში სიტყვა ეთქმის, ქართველებს ეუბნებიან, რომ რუსები უამრავ პროვოკაციას გეგმავენ და ჩვენ არ დაგვაბრალოთო, თუმცა არც იმას მალავენ, რომ რუს"სალდაფონებთან" ერთად აფხაზი კრიმინალებიც მრავალ დანაშაულს სჩადიან.

განმუხური-ფიჩორის გზაზე ქართული საგუშაგო უპრობლემოდ გავიარე, ხოლო 2 პოსტზე ქართული პოლიცია ჯავშანტექნიკის გარეშე დგას. 300-400 მეტრში რუსული პოსტია და მთლიანად რუსები აკონტროლებენ ფიჩორის შესასვლელებს, განსხვავებით ახალგორის რუსულ-ოსური პოსტისა, რომელსაც ოსები აკონტროლებენ, ხოლო რუსები ნაკლებად ერევიან მათ საქმიანობაში. აფხაზეთში, შესასვლელიდანვე აფხაზებს არაფერს ეკითხებიან რუსები. დაახლოებით 30 რუსი ჯარისკაცი დგას 4 ჯავშანმანქანით 1 ტანკია და 3 ბე-ემ-პე. სილიანი ტომრებით პოზიციები ორ მხარეს აქვთ გამაგრებული და თითოზე 4-4 ტყვიამფრქვევის ლულა მოჩანს. გარდა ამისა, მოშორებით 20-კაციანი სამხედრო კარავი ჩანს, ცოტა შემაღლებულზე და ოდნავ ტყეშია შემალული _ იქ მის მიმდებარედ 2 ჯავშანმანქანა და ტომრებით აგებული 1 საბრძოლო პოზიცია შევნიშნე. ქართველებმა მითხრეს, რომ კიდევ ერთი პოსტი კილომეტრის მოშორებით აქვთ, ერთიც, ბოლო _ ფიჩორის შესასვლელთან. მოკლედ, ფიჩორი-განმუხურის 3-კილომეტრიან გზაზე 4 პოსტია _ მოკლეთ, ყველა ადგილი ათვისებული აქვთ. გარდა ამისა, აქტიურად მუშაობენ მზვერავები, ასევე ჩვენებურებმა მითხრეს, რომ ტყეში მრავლად არიან სნაიპერები, რომლებიც თავიანთ არსებობას დიდად არც მალავენ და ქართველები ტყეში ხშირად გადაყრიან, როგორც თავად ამბობენ, "უცნაური, გრძელი, მსხვილკონდახიანი, შავი იარაღით ხელში.”

რუსულ პოსტზე განმუხურიდან ფიჩორისაკენ მიმავალთ არ აჩერებენ, საბუთებს უმოწმებენ და უშვებენ. ვინც გალში არ არის რეგისტრირებული, უკან აბრუნებენ. სწორედ ამ პოსტზე სცემეს ანაკლიელი გოგოხია, რომელსაც საბუთი დაეკარგა და იმ იმედით, რუსი "პოსტავიკები" მიცნობენ კარგადაო, მანქანით დააპირა გადასვლა ფიჩორში, გოგოხიას სხვა ცვლა დახვდა, მანქანაც წაართვეს, რომელიც ვეღარ დაიბრუნა, გვარიანად სცემეს და უკან გამოაბრუნეს. მისი მანქანით ახლა ერთ-ერთი აფხაზი კრიმინალი დადის, გვარად ღვანია, რომელსაც რუსებმა უფეშქაშეს ეს მანქანა. გალში გადასულ გოგოხიას ღვანიასთან, ცხადია, შელაპარაკება მოუვიდა და სთხოვა მანქანის დაბრუნება, მაგრამ რას დაუბრუნებდნენ _ ღვანიას, აქაოდა რუსებმა მაჩუქესო და უკვე თავის სახელზე ჰქონდა გადაფორმებული. ამ საქმის გარჩევისას, გოგოხია და მისი მეგობარი ახალაია ახლა უკვე აფხაზებმა სცემეს გალში. ესეც რუსული პროვოკაციის შემდეგ _ აბა, რუსებს ღვანიას დარდი ხომ არ ჰქონდათ, მართლა, საწყალი ბიჭი, ფეხით დადის და ცოდოა, მოდი, მანქანა ვაჩუქოთო.

ფიჩორელები, დიდი და პატარა ოტობაიის მკვიდრნი და გალის სხვა რაიონის ქართველები ერიდებიან ვინაობის გამხელას ჟურნალსიტებთან, ანდა გენდობიან, გეტყვიან  ვინაობასაც, მაგრამ იციან, რომ ჯერ ადამიანი ხარ და მერე _ ჟურნალისტი, გაზეთში მათ გვარ-სახელს არ დაბეჭდავ და საფრთხეს არ შეუქმნი, მტერს საჯიჯგნად არ მიუგდებ.  ცხადია, იმ ხალხის ვინაობას ვერ  გავამხელ, ვინც მეგზურობას მიწევდა ან გალში დატრიალებულ ქართველთა უბედურებაზე მიამბობდა.

რუსულ პოსტს მალე მოვცილდი. რუსის ჯარისკაცებს ვუთხარი, რომ ზუგდიდელი ვიყავი და ნათესავები გამოვაცილე. ერთი ლაპარაკში შევიყოლე, მარტო ერთი ჯარისკაცი ამყვა მცირე ხნით, რომელმაც სიგარეტი მთხოვა, მთელი კოლოფი დავუტოვე სანთებელასთან ერთად. "კოლია, ნიკალაი, რაც გინდა ის დამიძახე" _ მითხრა და ავტომატი მხრიდან ჩამოიღო, ბეტონის ფილაზე ჩამოჯდა, მეც იქვე მივუჯექი და გავაბოლეთ.

ნეტავ ახლა საკუთარ სახლში მამყოფა, მეტი არაფერი მინდა _ ყველა ჯარისკაცისთვის სანუკვარი ოცნებაა, დაიწყო ლაპარაკი კოლა ტოლსტიხმა, გვარი მერე გამიმხილა, წვევამდელია, 1 წელი პერმში მსახურობდა, სექტემბრიდან კი აფხაზეთშია.

ვფიქრობ, ვკითხო რამე და ეჭვი არაფერში შეეპაროს, საბუთი არ მომთხოვოს, არადა, პოსტიდან ოციოდე მეტრში ვართ, ჩემს "ნათესავებს" დავემშვიდობე. პირველი პოსტი გაიარეს. მაინც ვერ ვიკავებ თავს.

-მაინც, რას ამბობენ კოლია, შენი უფროსები, როდემდე უნდა იდგეთ აქ?

_ სად აქ, აფხაზეთში?

_ ჰო, აფხაზეთში.

_ რაღა როდემდე... აფხაზეთი ჩვენია, რუსეთისაა. არ გინდოდათ ქართველებს და ახლა ჩვენია. აფხაზებსაც ასე სურთ. გალში სამხედრო ქალაქი გაშენდა, ოჩამჩირეში _ საზღვაო ბაზა. დანარჩენი აფხაზეთის ტერიტორია კი რუსული კურორტი იქნება. რაო, ჯერ არ იციან ეს ამბავი ზუგდიდში? _ ირონიულად მეკითხება.

_ გუდაუთა გამოგრჩა, იქაც ხომ სამხედრო ბაზაა?

_ ოო, გუდაუთაში სუპერთანამედროვე ბაზა აშენდება, ამერიკელებსაც რომ არა აქვთ, ისეთი. აქედან და ჩეჩნეთიდან მთელ კავკასიას ვაკონტროლებთ, თურქეთსაც, საბერძნეთსაც და ცოტა იქითაც.

_ გალში დიდი ბაზა შენდება?

_ კი, ძალიან დიდი... სამხედრო ქალაქი იქნება. ახლა შეჩერდა ბაზის მშენებლობა დროებით, ამბობენ, ნატოსთან რაღაც შეთანხმებაა მიღწეული და პუტინმა შეაჩერაო.

_ პუტინმა თუ მედვედევმა?

_ პუტინმა, მედვედევი ვინ ჩემი ფეხებია?

_ როდის განახლდება ბაზის მშენებლობა?

_ არ ვიცი, მალეო _ გვეუბნებიან. ისე, მე ძალიან მომწონს აქურობა, ოფიცერმა მითხრა, თუ დარჩები სამხედრო სამსახურში, აქ ერთ სახლს მოგცემ, ჩამოიყვანე შენი და და მშობლები და აქ დასახლდიო. მამაჩემიც სამხედროა, რადისტი და ისიც იმუშავებს.

_ ვის სახლს გაძლევენ?

_ ქართველების ან აფხაზების, ჩემთვის სულერთი არ არის?

_ კარგიი, ქართველები თქვენს ხელში არიან, აფხაზი დაგიცლის სახლს? თან სტუმარი ხარ აფხაზეთში.

_ რაც აფხაზების გულისთვის სისხლი ვღვარეთ, რა, სანაცვლოდ არაფერი გვერგება? აფხაზები არიან აქ მანსპიძლები? არ დაიჯერო, აქ ჩვენ, რუსები, რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ. აფხაზები და ქართველები აქ არავის სჭირდება, ჩვენთვის ერთი `ჩორტია” ორივე. ეს მიწა ჩვენია. დავტოვებთ ისეთ აფხაზებს, ვინც გამოგვადგება, ვინც არადა, მაღლა, მთაში, მშვენიერი მთიანი სოფლებია აფხაზეთში, ტყვარჩელში ვარ ნამყოფი და მთელი აფხაზობა მარტო იქ დაეტევა, ნაწილი _ გუდაუთაში და ეგ არის – კოლიამ სიგარეტი ჩააქრო, აბა, კაგად იყავი თავი ტყუილად შეიწუხე ამ დილა უთენია, აქედან მომავალ ქართველებს არანაირი პრობლემა არა აქვთ და ტკბილად დაგეძინა, გერჩიაო, _ მითხრა და დამემშვიდობა. თან, დასძინა, ღამენათევი ვარ, 10 საათზე უნდა შემცვალონ და დრო როგორ იწელებაო _ ჯერ ათის ნახევარი იყო. დავემშვიდობე და უკან, განმუხურისკენ დავბრუნდი. ნახევარ კილომეტრში მანქანით ჩემი მეგზური მელოდებოდა, ზუგდიდელი კაცი.

კოლიამ რუსული გეგმები, ეტყობა, კარგად იცის. თუმცა ყველამ ყველაფერი იცის და რაღა კოლიას დაუმალავდა ვინმე რამეს. რუსები მთლიანად აპირებენ გალის რაიონის ათვისებას,  აქამდე ქართველების გამოყრას დაბალი ზონების სოფლებიდან და მაღალმთიან სოფლებში უპირებდნენ ასახლებას, ახლა იგივე ემუქრებათ გალელ აფხაზებს _ არავინ გაყრის, მაგრამ იქ ისინი არავის სჭირდება. გალში ცოტანი არიან აფხაზები, მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ქართველია, მაგრამ 20 პროცენტი აფხაზიც უკვე ფეხებზე ჰკიდიათ რუსებს, როგორც ქართველებს, მათაც მაღალმთიან სოფლებში კომპაქტურად უპირებენ ჩასახლებას. ჰა-ჰა, ორი მოზრდილი სოფელი გამოვიდეს _ 200-250 კომლიანი, სულ ესაა  რუსეთის პრობლემა გალში და ჩანს, მალე მოაგვარებენ კიდეც. აფხაზები დიდ გულზე კი არიან, მაგრამ იძახიან, არსად წავალთ, ტყეში გავალთ და თუ საჭირო გახდა, ახლა რუსებს შევებრძოლებითო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, რუსის ოფიცრის სიტყვა მათთვის კანონია. არადა, ძალა აღმართს ხნავს, რა უნდა გააწყოს ათასიოდე აფხაზმა კბილებამდე შეიარაღებული რუსის ჯართან, მით უმეტეს, ეს გეგმა შეთანხმებულია სერგეი ბაღაფშთან და რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ სამხედრო ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ გალში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის შემთხვევაში, აფხაზეთის ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, გალის დაბალი ზონის სოფლები და ტერიტორიები, რომელთაც სამხედრო ინფრასტრუქტურა მოიცავს, გაწმინდოს ქართველებისა და აფხაზებისაგან. სერგეი ბაღაფშს მალე აფხაზების მოღალატის ტიტული არ ასცდება და სამარადჟამოდ საწყევარი ხდება მისი გვარ-სახელი აფხაზთათვის, ეს ნაღდია და ამას მარტო გალიდან აფხაზების მთაში ასახლება ეყოფა.

გალში მართლა შეჩერებულია სამხედრო ბაზის მშენებლობა. ამას ქართველებიც ადასტურებენ. ახლახან ხმა დაირხა, რომ ბაზის მშენებლობა როცა განახლდება, იქ რუსები ქართველების "დასაქმებასაც" აპირებენ. ცხადია, უსასყიდლოდ _ ვინც არ იმუშავებს, მათ გალიდან გაყრით დაემუქრებიან. რუსებს უკვე დაუწყიათ პროფესიის მიხედვით გალში ქართველთა აღწერა, ჯანმრთელ ახალგაზრდებს კი მუშებად გამოიყენებენ. მათ უფროსებად აფხაზებს დაუნიშნავენ, რაც ქართულ-აფხაზური კონფრონტაციის მორიგი წყარო იქნება. მოკლედ, რუსები ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას აპირებენ და მცირე შანსია, ააცილონ. ქართველთა დიდ ნაწილს სხვა გზა არა აქვს, ურჩევნიათ მუქთად ემსახურონ რუსებს და სახლ-კარი და მიწა შეინარჩუნონ. იმედი აქვთ, რომ რუსული ბაზის მშენებლობაზეც მოასწრებენ მუშაობას და მიწასაც დაამუშავებენ.

მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი გალში თხილის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას აპირებს. ამას რუსები თავად ყვებიან.


 

ლევან ჯავახიშვილი, The Georgian Times
2009.03.20 11:00
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 90 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
დღის ქრონიკა
18:41
ანონსი
18:17
7 სექტემებერს საქართველოში კონდოლიზა რაისი, მიხეილ გორბაჩოვი და უილიამ პერი ჩამოვლენ
18:15
თემურ იაკობაშვილი: ძვირფასო მეგობრებო, ეწვიეთ საქართველოს
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1 2345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სექტემბერი 2010

Rambler's Top100

გაზეთი
საზოგადოება | 2010.08.09 23:29
იმ დღეებში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ყელყელაობდა: "შლოპანციან რუს და აფხაზ ჯარისკაცებს სამ საათში დავამარცხებთო". უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე კი "მეორე ხმაში" მღეროდა: ჟანგიან რუსულ გემებს სევასტოპოლამდე გავდევნითო.
ეკონომიკა | 2010.08.09 23:04
ხელისუფლებამ მცირე ბიზნესის საბოლოოდ ალაგმვა განიზრახა. როგორც ჩანს, ამჯერად მცირე ბიზნესი საქართველოში ახალ საგადასახადო კოდექსს შეეწირება. ვნახოთ, როგორ აფასებენ "რევოლუციური", ორაზროვანი ახალი საგადასახადო კოდექსის შინაარსსა და შედეგებს კომპენტენტური პირები და ორგანიზაციები.
პოლიტიკა | 2010.08.09 22:53
თეა თუთბერიძე: უკვე დიდი ხანია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო დოკუმენტაციას ვთხოვთ, თუმცა, არათუ დოკუმენტაცია, ნორმალურ პასუხსაც არავინ გვცემს.
ინტერვიუ | 2010.08.09 22:42
ჩემს ოჯახს მისგან საჩუქრები და ინდულგენციები არასოდეს მიუღია. არის თუ არა 13 ათასი დოლარი "სიმბოლური" და "აჩუქა" თუ არა ინგა გრიგოლიას მამას სააკაშვილმა ბიზნესი? მიმდინარეობს თუ არა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ფარული პოლიტიკური კამპანია და არის თუ არა მზად საკრებულოს დეპუტატი, მოიგერიოს პოლიტიკური მეტოქეები? ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსი" ინგა გრიგოლიას შეხვდა, რომელმაც მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო ხანს გავრცელებული ბრალდებების შესახებ ისაუბრა.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
დიდი თურქობა საქართველოში
ის, რაც ბოლო წლებში ხდება...
ქართული პრესა და პრეზიდენტი...
ვინ ლობირებს ხელისუფლებაში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს?
საქართველოს ეკონომიკა ღვინიასავით უფსკრულში იჩეხება.
800 ოფიცერი შინ წავიდა. მიხეილი კი კმაყოფილ-ბედნიერი!
გიგა ბათიაშვილი: მაგ თქვენს "ვირის ხიდს", მოვა დრო, თუ ცოცხალი დავრჩი, სხვაგან გადავიტან.
იაკობ ჯუღაშვილი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტალინისა და ბერიას მკვლელობა "პარტ აპარატჩიკების" მიერ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე, ვერ მოხდებოდა. ბერიას მკვლელობა და სპეცკომიტეტის გაუქმება ერთი იყო.
რატომ ჩახოცეს აფრასიძეები?!
"სასოწარკვეთილ გაუთხოვართა შოუ" ანუ "დღის შოუ".
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63