|
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ბენიტა ფერერო-ვალდნერს შეხვდება.
ვალდნერთან პირისპირ საუბრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდება, სადაც საქართველო-ამერიკის, რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს განიხილავენ.
ბრიუსელში ხვალისთვის დაგეგმილ ფორუმამდე კი, ოფიციალური ვახშამი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება.
ხვალინდელ ფორუმზე კი, მიხეილ სააკაშვილი მოხსენებით გამოვა. პრეზიდენტი ქართულ-რუსული ომის შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს.
დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლაც.
|