შსს-ს სპეცრაზმმა ბურჯანაძისა და ბესელიას ხალხი აიყვანა
გავრცელებული ინფორმაციით შსს-ს სპეცრაზმა 22- 23 მარტს ღამით სპეცოპერაცია ჩაატარა და ნინო ბურჯანაძისა და ეკა ბესელიას რამდენიმე თანაპარტიელი დააკავა. ეს ინფორმაცია ნინო ბურჯანაძის პარტიის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს “ პოლიტსაბჭოს წევრმა რომან კუსიანმაც დაგვიდასტურა. მისი თქმით მათი ორი წარმომადგენელი ღამის 5 საათზე ბათუმში აიყვანეს ერთი აყვანილია წალკაში და ერთიც თბილისში ყველა დაკავებული მოდულის შენობაში გადაიყვანეს. მისივე განმარტებით მათ იარაღი ჩაუდეს და თავად მასაც უპირებენ დაკავებას. კუსიანისვე განცხადებით შსს წარმოადგენლები მასაც დაუკავშირდნენ ახსნა- განმარტებისათვის ასე რომ იგი საკუთარ დაკავებასაც არ გამორიცხავს. რაც შეეხება პარტია “ერთიანი საქართველოსათვის “ წარმოადგენლეთა დაკავებას, როგორც მისმა გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ განგვიცხადა ისინი ჯერ ჯერობით საკითხს სწავლობენ და მათი თანაპარტიელების ბათუმში დაკავების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნიათ.