eng  geo  rus  თებერვალი 09.02.2010 17:12:39
გაზეთი
გივი თარგამაძე, "უნა-უნსოს" დახმარებით, უკრაინაში სისხლისღვრას გეგმავდა?!
რა მესიჯს გაუგზავნიდით საქართველოს პრეზიდენტს?
გოგლა ჟვანია: ზურა საბურთალოს ბინაში არ გარდაცვლილა და თანაც გაზით. ცხედრები ბინაში მიიტანეს, მაგრამ საიდან, ეს ჯერ გაურკვეველია...

 

პოპულარული სიახლეები
ცოტნე ბაკურია: მე, სამწუხაროდ, არაფერი გამიგია საქართველოში მაკკეინის მიერ ჩადენილი გმირობის შესახებ
გივი თარგამაძე, "უნა-უნსოს" დახმარებით, უკრაინაში სისხლისღვრას გეგმავდა?!
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მტკიცებით, შევარდნაძე წარმოშობით ბერძენი ებრაელია (ბერძენი "ცოკოლიდების" შთამომავალი), დედის გვარი კი გიტლინგია
swf
(0.0)
ინტერვიუ
გია მაისაშვილი: ჩვენ, გვინდა რომ ვითანამშრომლოთ ყველასთან, მაგრამ ეს თანამშრომლობა არ გვინდა, რომ ხელისუფლებისგან შემოგდებული ფანდი იყოს


 

,,ჯორჯიან თაიმსზე და მის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლა ჩემთვის არის მიუღებელი,  სოლიდარობას გიცხადებთ და თუკი, საჭირო გახდება ჩვენ, ამ სოლიდარობას ხორცს შევასხამთ და დავდგებით ჯორჯიან თაიმსის გვერდით",- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ,,ალიანსი თავისუფლებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია მაისაშვილმა.

_ ბატონო გია, რას ემსახურება თქვენი ალიანსი და აწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან?

_ ჩვენი, ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა და სამართალზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის შექმნა. ეს ალიანსი ამისთვის შეიქმნა და თუკი, სხვა ორგანიზაციებიც შემოგვიერთდებიან, რა თქმა უნდა, კარგი იქნება.

_ თქვენ ნინო შუბლაძის გადაცემა ,,პოზიციაში” გიორგი თარგამაძის მონაწილეობა გააპტოტესტეთ. თარგამაძესთან თანამშრომლობას გამორიცხავთ?

_ ჩვენ, გვინდა რომ ვითანამშრომლოთ ყველასთან, მაგრამ ეს თანამშრომლობა არ გვინდა, რომ ხელისუფლებისგან შემოგდებული ფანდი იყოს და ხრიკებზე იყოს აწყობილი.. ჩვენ, უნდა ვითანამშრომლოთ და დავილაპარაკოთ ყველასთან, მათ შორის ხელისუფლებასთანაც, მაგრამ მათთან ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე, ანუ ეს ხელისუფლება როგორ ჩამოშორდეს ქვეყანას, ისე, რომ არ მოხდეს დიდი ვნებათაღელვა... ფაქტობრივად, ავადმყოფი სისხლისგან იცლება, იმისთვის, რომ ავადმყოფი გადავარჩინოთ, უპირველეს ყოვლისა, სისხლი უნდა გავაჩეროთ ხომ?
   

 სისხლის შეჩერება კი ნიშნავს ამ ხელისუფლების ჩამოცილებას, ანუ ალტერნატივა ხელისუფლების წასვლას არა აქვს. ახლა, რომ შემოვიტანოთ რაგაც თემატიკა, იცით რა, მოდი, გადავიდეთ ამ ხელისუფლების გალამაზებაზე, იქნებდა, შემოგვეტანა საპარლამენტო მმართველობა, ამ საკითხზე საუბარი ყურადღების გადატანაა. საპარლამენტო მმართველობის შემოტანა სისტემის გაუმჯობესებას  არ ნიშნავს, მთავარია ხელისუფლების სამი შტოს დამოუკიდებლობა. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ერთმანეთის დამბალანსებელი. აი, ეს არის საფუძველი ჯანსაღი პოლიტიკური სისტემისა. ამ შემთხვევაში საპარლამენტო მმართველობაც მისაღებია და საპრეზიდენტოც. ოღონდ, ეს უკვე შემდგომი განსჯის საგანია. დღეს კი დღის წესრიგში დგას იმ ჭრილობის მოშუშება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრივ სხეულს სისხლისგან ცლის და ამ ჭრილობის მოშუშება მოხდება მხოლოდ ხელისუფლების წასვლით.

_ როგორ აპირებთ სააკაშვილის ხელისუფლების გასტუმრებას?

_ ჩვენ, გვინდა რომ შევქმნათ რაც შეიძლება ფართომასშტაბიანი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანო, რომელსაც ერქმევა ალტერნატიული მთავრობა. ეს ალტერნატიული მთავრობა, ფაქტობრივად, საქართველოში ორხელისუფლებიანობის ფსიქოლოგიურ განწყობას შექმნის და ჩვენ გვინდა, ასეთი ინიციატივა ჩვენგან მოდიოდეს.

_ როგორ განვითარდება მოვლენები 9აპრილს?

_ თუ ეს იდეა განვახორციელეთ და სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები შემოგვიერთდნენ, მაშინ ხელისუფლება ვეღარ დაგვარბევს. ხოლო თუ არ შემოგვიერთდებიან, ჩვენ მაინც ვართ მონაწილენი 9 აპრილის მომზადებისა და ვეცდებით რომ პროტესტი მწვავედ გამოვხატოთ, მაგრამ ამავდროულად პროფესიონალურად, რომ ხელისუფლებამ ვერ გვაჯობოს.

_ რამდენად მოსალოდნელია აქციების კვალდაკვალ რუსეთის საფრთხის გააქტიურება?

_ რასაკვირველია, საფრთხე მოსალოდნელია. თურქეთის საფრთხეც მოსალოდნელია და ყველა სხვა  მეზობლის, როდესაც შენ ხარ დაქცევის პირას. ჩვენ, არ გვინდა კონფრონტაციული რაჟიმი არც რუსებთან და არც სხვა მეზობელთან. ჩვენ, გვინდა რომ ეს ქვეყანა ავაშენოთ.

_ როგორია აშშ-ს ადმინისტრაციის განწყობა საქართველოს ხელისუფლებისადმი?

_ ამერიკაში ბევრი რამ იცვლება, ახალი პრიორიტეტები და მსოფლიო წესრიგი ყალიბდება და ამ პრიორიტეტების საწინააღმდეგოა საქართველოში არსებული ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, მათი ინტერესიც არის ამ ხელისუფლების მოშორება. და თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიწასთან გასწორდება.

 

ქეთი ხომერიკი, The Georgian Times
2009.03.24 13:00
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 20 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

სახელი *
შეტყობინება *
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი *
 
 
ძიება საიტზე
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 1  2 3 4 5 67
8 91011121314
15161718192021
22232425262728

თებერვალი 2010

მალხაზ გულაშვილის შესახებ

დღის ქრონიკა
15:21
საზოგადოებრივი მაუწყებლის და Eutelsat-ის საქმის სასამართლო განხილვა ორ კვირაში დაიწყება
15:11
"ქრისტიან-დემოკრატები" პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლისას "ხალხთან დიალოგის~ შედეგებზე პასუხს მოსთხოვენ
15:08
ნიკოლაი პატრუშევი - საქართველოს შეიარაღება ამჟამადაც გრძელდება

 

Rambler's Top100

გაზეთი
პოლიტიკა | 2010.02.05 16:47
მსოფლიოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა. რომ არა ქართველი "ჯვაროსნები", ალბათ, ეს პროცესი უინტერესო და ერთფეროვანი საარჩევნო რბოლა იქნებოდა.
საზოგადოება | 2010.02.05 16:31
იაკობ ახუაშვილი: ჩემი ინფორმაციით, სტრასბურგში გაგზავნილია მასალები, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ახლანდელი პრეზიდენტი არის არა სააკაშვილი, ან სომეხი სააკიანი, არამედ თარხანიანთა გვარის შთამომავალი, თარხან-მოურავი.
საზოგადოება | 2010.02.05 15:35
საქართველოს პრეზიდენტი თავისი პრეზიდენტობის ვადის დაწყებისთანავე მინისტრებსა და სხვა მაღალჩინოსნებს გამუდმებით უმეორებდა, მობილური ტელეფონები სულ ჩართული გქონდეთ, რომ თქვენი ამომრჩეველი ადვილად დაგიკავშირდეთო. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ დღემდე, რიგითი მოქალაქეები კი არა, ჟურნალისტებიც ვერ უკავშირდებიან ჩინოვნიკებს.
ინფორმაცია | 2010.02.04 17:15
"ეს ხელისუფლება იმის საპირისპიროს აკეთებს, რაც სურდა ზურაბ ჟვანიას. იმიტომ მივიღე პატარკაციშვილის გუნდში გადასვლის გადაწყვეტილება, რომ ის მესახებოდა ადამიანად, რომელსაც შეეძლო ქვეყანაში მიმდინარე უკუღმართი პროცესების შეჩერება. შეეძლო სარგებელი მოეტანა ჩვენი ქვეყნისთვის.

საინფორმაციო პარტნიორები: Rustavi2; Civil Georgia; Newsgeorgia; Interpressnews  ,GHN
ყველა სტატია
მაქსიმ შევჩენკო: ცოტას ვიცნობ ჟურნალისტებს, რომლებთანაც პრეზიდენტებს ჰქონდეთ ისეთი დიალოგი, როგორიც მედვედევს მალხაზთან ჰქონდა
ცოტნე ბაკურია: მე, სამწუხაროდ, არაფერი გამიგია საქართველოში მაკკეინის მიერ ჩადენილი გმირობის შესახებ
დეკანოზი დავითი (ქვლივიძე) : ბოლო დროს ტელეეთერით გაშუქებულმა მეტად უზნეო და გარყვნილმა გადაცემებმა პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანულ ტრადიციებს, ზნეობასა და სიწმინდეს
ერიც და ბერიც "ბნელი" ყოფილა, ნათელში მხოლოდ ნინია კაკაბაძე და მისი მეგობრები დგანან
თემურ შაშიაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" მრავალ დეპუტატს რუსეთში ბიზნესი აქვს...
მანანა ღურჭუმელიძემ მასწავლებლების ხარჯზე მილიონები იშოვა და ოჯახის წევრები დაასაქმა
ნატოში რუსეთი შეგვასწრებს?
"უკვე ყველანაირი იმედი დავკარგე, ბავშვებს ყოველდღე ნაგავსაყარზე დაგდებულს პოულობენ და ჩვენნაირი ხალხისთვის შვილება შეუძლებელია"
კოკა ყანდიაშვილი: "ჯორჯიან თაიმსი" წელიწადში რამდენჯერმე ახერხებს აღმოჩნდეს მთელი ერის ყურადღების ცენტრში
თბილისის მერობის კანდიდატი გია ჭანტურია _ "პოლიტიკური თოჯინა" თუ რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რგოლი
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2010 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63