|
თბილისის საქალაქო სასამართლომ “სახალხო მოძრაობა საქართველოს გადარჩენისთვის“ წევრებს მალხაზ გველუკაშვილსა და ლაშა ჩხენკელს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ადვოკატმა ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის 15 ათასი ლარის გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ბრალდებულები არ აღიარებენ დანაშაულს. ადვოაკტის ინფრომაციით, სასამართლო სხდომაზე მალხაზ გველუკაშვილი არაადეკვატურად იქცეოდა.
“გველუკაშვილი ორჯერ ცუდად გახდა სასამართლო პროცესზე, ენა კინაღამ გადაეყლაპა. საკმაოდ არაადეკვატურად იქცეოდა. ისიც კი თქვა, რომ დამნაშავე ვარ და მე გამასამართლეთ, ჩხენკელი რა შუაშიაო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან დანაშაული აღიარა. ეს იყო მისი მხრიდან არაადეკვატური საქციელი”, - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.
მალხაზ გველუკაშვილსა და ლაშა ჩხენკელს ბრალი ედებათ შეთქმულების მცდელობაში და ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობაში.
|