სოხუმის მარიონეტული ხელისუფლება გაეროს თბილისთან შუამდგომლობას სთავაზობს. შუამავლის როლის შესრულების თხოვნით აფხაზეთის სეპარატისტული პარლამენტის თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ სოხუმში გაეროს ოფისის ხელმძღვანელს მიმართა.
`ამჟამად აფხაზეთსა და საქართველოს შორის ნდობის დონე ნულოვანია. მშვიდობიანი და კეთილმეზობლური თანაარსებობის გზების ძიებაში ისეთი შუამავალია საჭირო, რომელსაც საქართველოც ენდობა და აფხაზეთიც. გაერო-ს შეუძლია ის ხიდი გახდეს, რომლითაც მოწინააღმდეგესთან ურთიერთობას შევძლებთ` - განაცხადა სტეფანიდისთან შეხვედრაზე ნუგზარ აშუბამ.