ე .წ . სამხრეთ ოსეთის აღდგენის უწყებათაშორისმა კომისიამ მოსკოვში გამართულ მორიგ სხდომაზე სამუშაოების კომპლექსური გეგმა დაამტკიცა .
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის რეგიონული განვითარების სამინისტრის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება .
გეგმა 575 ობიექტის აღდგენასა და იმ ღონისძიებების გაგრძელებას ითვალისწინებს , რომლებიც 2008 წელს დაიწყო ან , შესაძლოა , 2009 წლის განმავლობაში განხორციელდეს .
კერძოდ , უნდა აღდგეს განათლების 36, კულტურის 3 და ჯანდაცვის 19 ობიექტი . ამასთან , უნდა განხორციელდეს , ასევე , ენერგომომარაგების , გაზმომარაგების , წყლით უზრუნველყოფის , კავშირისა და მასობრივი კომუნიკაციების , გზების მასშტაბური მშენებლობის პროექტები .
გეგმაში ცალკეა აღნიშნული აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების ღონოსძიებები , რომელთა რეალიზებისთვის 100 მოლიონი რუბლია გათვალისწინებული .
კომისიამ დაამტკიცა ჩატარებული სამუშაოების მიღების წესიც . რეგიონული განვითარების სამინისტროს მონაცემებით , ამჟამად ჩატარებული სამუშაოების მოცულობა 3 მილიარდ რუბლს აღემატება . მიღებული დოკუმენტის მიხედვით , პირველი აპრილიდან ცხინვალში სპეციალისტების შესაბამისი ჯგუფი გენერალური მოიჯარადეების დაფინანსების დაწყებისთვის დოკუმენტების მომზადებაზე იმუშავებს . ჯგუფში რუსეთის სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები შევლენ და მათ რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს .
კომისიის სხდომაზე , რომელიც რეგიონული განვითარების მინისტრ ვიქტორ ბასაგრინს მიჰყავდა , კომისიის თავმჯდომარედ მინისტრის მოადგილე რომან პანოვი დანიშნეს . სხომაზე კომისიამ 2009 წლის მუშაობის გეგმაც დაამტკიცა .
ამჟამად ცხინვალის რეგიონში აღდგენითი სამუშაოები შეჩერებულია . სამუშაოების შეჩერების მიზეზი მოსკოვიდან დაფინანსების შეწყვეტა გახდა , რაც თავის მხრივ ფინანსების გაკონტროლების საკითხზე მოსკოვსა და ცხინვალს შორის დაპირისპირებით არის განპირობებული .