|
ქუთაისში დღეს სკოლის მოსწავლე დაჭრეს. 18 წლის სერგო ჭეიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი და ტყვია გულ-მკერდის არეში აქვს მოხვედრილი.
მას ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია უკეთდება, პციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ჭეიშვილი ქუთაისის მე-11 სკოლის მე-12 კლასელია. წინასწარი ინფორმაციით, მას შელაპარაკება თანაკლასელებთან მოუვიდა და ინციდენტიც ამ ფაქტს უკავშირდება.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
|