სეპარატისტები ქართულ მხარეს ტერაქტში ადანაშაულებენ
აფეთქება მოხდა დღეს ოჩამჩირის რაიონში. სოფელ აჩიგვარაში ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ინციდენტის შედეგად დაშავდა სეპარატისტული აფხაზეთის არმიის ორი სამხედრო და მაღაზიის მფლობელი. შემთხვევის ადგილზე გალისა და ოჩამჩირის რაიონიებს მილიციისა და პროკურატურის თანამშრომლები მუშაობენ.
სეპარატისტების განცხადებით, ტერაქტი აფხაზი სამხედროების წინააღმდეგ იყო მიმართული და მომხდარში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ. ინციდენტთან კავშირს ქართული მხარე უარყოფს.