|
თელავში დღეს 9 აპრილის აქციის საორგანიზაციო კომიტეტში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები და აქტივისტები შეიკრიბნენ.
შეკრებას ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. საუბარი შეეხო 9 აპრილის საპროტესტო აქციების გამართვის ორგანიზებას და აღინიშნა, რომ 2007 წელს კახეთიდან დაიწყო საპროტესო ტალღა და არც ამჯერად დარღვეულა.
დღესვე კახეთში შეიქმნა 9 აპრილის რეგიონული საორგანიზაციო კომიტეტი. “კონსერვატორ” კახა კუკავას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს რომელიმე რეგიონში დააპირებს წასვლას, მას ყველგან საპროტესტო მუხტი დახვდება.
ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა და ექსცესების გარეშე დასრულდა. შემდეგი შეხვედრა ქუთაისში იგეგმება.
|