ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები სოხუმის შემდეგ დღეს შეხვედრებს თბილისში გამართავენ. ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეებმა ევროპაში დაგეგმილი შემდგომი, მე-5 რაუნდის დეტალები სერგეი შამბასთან განიხილეს.
მარიონეტული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნდა განახლდეს ჭუბურხინჯის მოლაპარაკებები. რაც შეეხება, გაეროს მისიას - მისიის მანდატის სახელის შეცვლა სოხუმში მისი შემდგომი მუშაობისთვის აუცილებელია.
`გაეროს მისიისთვის სახელის შეცვლა მხოლოდ უშიშროების საბჭოს კომპეტენციაა,` - ასეთი იყო სტუმრების პასუხი სეპარატისტების მოთხოვნაზე.