|
ეუთო-ს წევრ დასავლეთის სახელმწიფოებს არ ჰყოფნით პოლიტიკური სიმამაცე, კავკასიის პოლიტიკურ რუკაზე ცვლილებები დაინახონ. როგორც „იტარ-ტასი“ იუწყება, ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„საქართველოში ეუთო-ს ყოფილი მისია პირველი იანვრიდან ტექნიკური დახურვის რეჟიმშია. სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების უმეტესობამ ვერ გამონახა საკუთარ თავში ძალა და პოლიტიკური სიმამაცე, რომ სიმართლეს თვალებში შეხედოს, გაიაზროს, რომ კავკასიის პოლიტიკურ რუკაზე ბოლო თვეებში ძალიან არსებითი ცვლილებები მოხდა“, - განაცხადა კარასინმა ვენაში მიმდინარე მოლპარაკების კომენტირებისას, სადაც „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში ეუთო-ს მისიების ახალი მანდატების“ საკითხი განიხილება.
კარასინის თქმით, რუსეთის მცდელობა, თბილისსა და ცხინვალში ეუთო-ს თანასწორუფლებიანი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მისიები შეექმნა, წარუმატებლად დასრულდა; საქართველომ ეუთო-ს წევრი დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებელი მისიის გახსნაზე უარი განაცხადა.
|