|
საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც „იტარ-ტასი“ იუწყება, შევარდნაძე აცხადებს, რომ თუ 9 აპრილის მიტინგზე 100 000 ან მეტი ადამიანი შეიკრიბება და სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ, მაშინ პრეზიდენტი ხალხს არ უნდა დაუპირისპირდეს, უნდა გამოიჩინოს ნება და გადადგეს.
ექსპრეზიდენტის თქმით, რამდენიმე წელია, სააკაშვილს არ შეხვედრია და ტელეფონითაც არ უსაუბრია.
„მე პენსიონერი ვარ, არც თანამდებობის პირებს და არც ქართველ პოლიტიკოსებს არ ვხვდები. საუბარი ჩემი პოლიტიკაში ან ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ ზღაპარი და გამონაგონია“, - აღნიშნა შევარდნაძემ.
|