„მოძრაობა სამართლიანი საქართველოს “ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი „ენერგო -პროსთან “ დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება .
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა , ამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება იყო მნიშვნელოვანი საქართველოს სტაბილური ენერგომომარაგებისთვის და იმისთვის , რისთვისაც ამ ბოლო დროს ხშირად ამაყობს პრეზიდენტი სააკაშვილი .
„ნებისმიერი მსგავსი საქციელი პრობლემას შეუქმნის არა მარტო ინვესტორს , არამედ საქართველოს 24-საათიან ენერგომომარაგებას . მინდა ვთქვა , კიდევ ერთი , ხუმრობით , რომ ამ დოკუმენტზე მუშაობდა მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური , რომელიც დღეს პრემიერ -მინისტრი . ცხადია , მეც , როგორც პრემიერი , ვიღებდი მონაწილეობას და ვიღებ მთელ პასუხისმგებლობას ყველა ჩემს გადაწყვეტილებაზე , თუმცა უშუალო შემსრულებელი იყო ენერგეტიკის მინისტრი “, - აცხადებს ნოღაიდელი .
რაც შეეხება ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას , ნოღაიდელის თქმით , კონტრაქტით ეს გათვალისწინებული არ იყო . კონტრაქტი ითვალისწინებდა მხოლოდ დიდი ქალაქებისა და რაიონული ცენტრების გამრიცხველიანებას , რადგან სოფლებში ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება გამოიწვევდა ელექტროენერგიის ტარიფის 25 თეთრამდე გაზრდას , რაც დაუშვებელი იყო .
„ეს ყველაფერი კარგად იცოდა საქართველოს პრეზიდენტმა , რადგან ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პრემიერი პრეზიდენტთან შეუთანხმებლად არ იღებს . უმჯობესია , მთავრობა დაინტენესდეს იმით , რატომ მისდით საერთო მრიცხველებით აბონენტებს ორჯერ მეტი გადასახადი და გასცეს მათ კითხვებს პასუხი , ნამდვილად ერიცხებათ თუ არა მათ გარეგანათებისა და სახელმწიფოს ხარჯები . როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში , სააკაშვილსა და მთელს მის გარემოცვას ყველა ბიზნესიდან გავაპანღურებთ “, - აღნიშნა ნოღაიდელმა .
რეგიონებში ინდივიდუალურ მრიცხველებთან დაკავშირებით კატასტროფული მდგომარეობაა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონების გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრაზე განაცხადა .
მისი თქმით , ამ მიმართულებით ვითარება მკვეთრად უნდა გამოსწორდეს , რადგან სოფელში დიდი სოციალური უსამართლობა ხდება და მეზობლები ერთმანეთს გადაეკიდნენ .
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა , რომ “ენერგოპრო ”-სთან კონტრაქტი თავის დროზე საკმაოდ ცუდად გაფორმდა . მიხეილ სააკაშვილმა საკითხის შესწავლა იუსტიციის სამინსიტროსა და პროკურატურას დაავალა .