|
საპარლამენტო უმრავლესობა ფრაქცია “ძლიერი საქართველოს” წევრის გია ცაგარეიშვილის ინიციატივას რეფერენდუმთან დაკავშირებით არ იღებს.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების ამ ეტაპზე ჩატარება რეფერენდუმით თუ პირდაპირი გზით კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
მისივე თქმით, არჩევნების საკითხი განიხილება მაშინ, როდესაც ამის დრო კონსტიტუციურად დადგება და ქვეყანაც საბოლოოდ უნდა მიეჩვიოს, რომ არჩევნები კონსტიტუციურად დადგენილ ვადებში ტარდებოდეს.
საპარლამენტო ფრაქცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა გია ცაგარეიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს რეფერენდუმში ხედავს, რომელიც საქართველოში არა უგვიანეს 2009 წლის პირველ ივნისამდე უნდა ჩატარდეს.
მისივე თქმით, სარეფერენდუმო შეკითხვა ასეთი უნდა იყოს - “გსურთ თუ არა საქართველოში ჩატარდეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები არა უგვიანეს 2010 წლის 1 იანვრისა”.
|