|
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს, 15:00 საათზე სამინისტროში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას გამართავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის თემა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისადმი დიალოგის შეთავაზება იქნება. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს და ექსპერტებს, სამინისტროში განმარტეს, რომ მათთან შეხვედრას შაშკინი ხვალ, 15:00 საათისთვის გეგმავს.
ამასთან,არასაპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის თემაზე აპირებს. საპარლამენტო ოპოზიცია კი შაშკინთან დიალოგზე მისვლას გეგმავს.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციასთან დიალოგი აწარმოოს სამ საკითხზე: მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და სამუშაო ადილები; ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესების დაცვა; დემოკრატიული პოლიტიკური რეფორმის ერთობლივად გატარება.
|