მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების ცენტრი ამჯერად დიდი ბრიტანეთია. დიდი ოცეულის წევრი ყველა ქვეყნის ლიდერი ამ დროისათვის ლონდონში იკრიბება. დიდ ბრიტანეტში გამართულ სამიტზე ლიდერებმა გლობალური ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად ეკონომიკური გადაწყვეტილებების უნდა მიიღონ. უნდა შეიქმნას ერთობლივი ანტიკრიზისული გეგმა რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ფინანსური პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.
სამიტის გახსნამდე ერთი დღე რჩება, პარალელურად დაინტერესების ეპიცენტრად რჩება დღეს მედვედევი ობამას შეხვედრა. ექსპერტების განცხადებით, ეს შეხვედრა ერთგვარი ტესტი იქნება ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემდეგ გაკეთებული განცხადებებისა, რომ მათ ურთიერთობის დარეგულირება სურთ.
ბარაკ ობამა და დიმიტი მედვედევი ტერორიზმთან და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის საკითხებზე ისაუბრებენ. ლონდონში დიდი ოცეულის სამიტზე ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაც იგეგმება. დღესვე მედვედევი გორდონ ბრაუნს შეხვდება. ექვს საათზე მიღებას უკვე დედოფალი მართავს, მოგვიანებით კი სტუმრებს ბრიტანეთის პრემიერი უმასპინძლებს. ლონდონში იმყოფება ჯორჯ სოროსიც, რომელმაც ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით ლონდონის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში ლექცია წაიკითხა. ამავე სკოლაში მისვლას ხვალ უკვე რუსეთის პრეზიდენტი გეგმავს. მას შეკითხვებს ქართველი სტუდენტებიც დაუსვამენ მათ შორის რუსულ-ქართულ ომზე
სამიტისთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული სამზადიზია ინგლისის დედაქალაქში. ანტიგლობალისტები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან.