ნატო-ს საიუბილეო სამიტის დაწყებამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა საქართველოზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველო ალაინსის წევრი აფახაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად გახდება, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება კი პოლიტიკური საკითხია.
ქართველმა სტუდენტმა ნატო-ს გენერალურმა მდივანს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ბაზების მშენებლობასა და ამ საკითხში ალიანსის როლზე დაუსვა შეკითხვა.
“ეს ის თემაა, სადაც ჩვენი და რუსეთის პოზიცია ფუნდამენტურად განსხვავდება. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ ნატო, ისევე, როგორც გაერო, მთელი ევროპა და ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აფხაზეთი და სამხერთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ეს აღიარება, ოკუპაცია და ბაზების მშენებლო ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ნატო ვერ გამოიყენებს სამხედრო ძალას, მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით რუსეთს ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში, რომ საქართველო ალიანსში ამ ტერიტორიებთან ერთად გაწევრიანდება. რაც შეხეება რუსული ბაზების მშენებლობას, ნატო იმუშავებს ამ საკითხზეც და სეროზულ მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთთან”, - აღნიშნა სხფერმა.
|