|
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "თავისუფალი აზრის სახლი" საზოგადოებასთან შეხვედრას გამართავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "თავისუფალი აზრის სახლიდან" აცნობეს.
შეხვედრაზე „თავისუფალი აზრის სახლი“ არსებობის პერიოდში გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს წარადგენს და სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე საზოგადოების შეთავაზებებს მიიღებს.
„ამასთან, ჩვენ გამოცხადებული გვქონდა კონკურსი სტუდენტებისთვის თემაზე როგორ ხედავენ ისინი ქვეყნის მომავალს. შეხვედარზე კონკურსის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდებიან“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი აზრის სახლში“.
ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო და დიპლომატიური მისიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
შეხვედრა დღეს, 17.00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.
|