მოსკოვი საქართველოს კვლავ სამხედრო რიტორიკაში ადანაშაულებს. `რასიისკაია გაზეტასთვის` მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთს სერიოზული საფუძველი აქვს ახალი ძალისმიერი პროვოკაციის მომზადებაზე იეჭვოს.
`ძალზე სამწუხაროა რომ ამ ფონზე საქართველოს გარკვეულმა მეგობრებმა ისევ დაიწყეს სააკაშვილის რეაჟიმის შეიარაღება` -განაცხადა სერგეი ლავროვმა. ვრცელ ინტერვიუში დიდი დრო ნატო-რუსეთის ურთიერთობასაც დაეთმო. ამ კონტექსტში ლავროვმა დასძინა, რომ საქართველოსთან ომის შემდეგ ამ ფორმატით მუშაობა ალიანსის ინიციატივით შეწყდა.
`იმ შემთხვევაში თუ ალიანსს აღარ აკმაყოფილებს ის პრინციპები, რომლებზეც ეს საბჭო დაფუძნდა, მოგვიწევს გავარკვიოთ როგორ ვიმოქმედოთ მომავალში` - განაცხადა სერგეი ლავროვმა.