სოფელ ნიქოზში განაღმვითი სამუშაოები სრულდება. რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ დეოკუპირებულ ქართულ სოფლებში ოკუპანტების მიერ დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისაგან გაწმენდით სამუშაოებს `ნორვეგიელი ხალხის დახმარების` წარმომადგენლები აწარმოებენ. განაღმვითი სამუშაოები მარტიდან მიმდინარეობს.
განაღმვით სამუშაოებში ინგლისური ჰუმანიტარული ორგანიზაციაც მონაწილეობს. სამუშაოები სავარაუდოდ აგვისტოში დასრულდება.