დასავლეთი საქართველოს ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს - ეს განცხადება საგარეო საქმეთა სამინიტროს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
`საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება, მიზნის მისაღწევად კი მას დიდი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანაში აუცილებელი რეფორმები უნდა გაგრძელდეს,`- განაცხადა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა.
ნატოს საიუბილეო სამიტისა და დიდი ოცეულის შეხვედრის შეფასებისას სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დასავლეთი დემოკრატიის განვითარების პროცესში საქართველოს კვლავ დაეხმარება.