ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბუნებრივი აირის პირდაპირ რუსეთიდან შემოსვლა ივლისში დაიწყება.
როგორც სააგენტო “ოსინფორმი” იუწყება, ამის შესახებ რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ რომან პანოვმა განაცხადა.
მისი განცხადებით, რუსეთიდან პირდაპირ მიღებული გაზით “რესპუბლიკის” ნახევარი მომარაგდება.
პანოვმა აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო, უკვე გაზსადენის 30-ე კილომეტრზე მიმდინარეობს. მთლიანად გაზსადენის სიგრძე კი 80 კილომეტრია.
“გაზსადენის ჩადება ტიპურ პირობებში მიმდინარეობს, მაგრამ მშენებლები სამუშაოს გრაფიკს უძლებენ. ივლისისთვის გაზი ცხინავლამდე მივა”, - განაცხადა პანოვმა.
|