გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში აფხაზური მილიციის თანამშრომელმა ვაჟა ლეჟავა დაჭრა. შემთხვევა საგუშაგოზე მოხდა. ოკუპანტებმა ლეჟავას ოჯახს საკვები პროდუქტების მიტანა მოთხოვეს. საკვების დაგვიანებამ შელაპარაკება გამოიწვია, რასაც ლეჟავას მისამართით სროლა მოყვა. ლეჟავა ბარძაყის არეშია დაჭრილი.
წუხელვე განმუხურში ქართული საგუშაგოს მიმართულებით სამი გრადის ტიპის ყუმბარმტყორნი ისროლა სამხედრო კატარღამ, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სოფელ ფიჩორის მხრიდან შემოვიდა.