|
"თავისუფალი აზრის სახლის" "ახალგაზრდული დარბაზი" დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გამართავს მშვიდობიან აქციას "ტიტები _ არა ძალადობას!", - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “თავისუფალი აზრის სახლიდან” აცნობეს.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, 1989 წლის 9 აპრილის აქციის დარბევის დროს დაზარალებული პოლიციელები, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი და სიმღერა `ტიტების~ შემსრულებელი ქართველი მომღერლები.
აქციის მონაწილეები ტიტებს გადასცემენ პოლიციელებს და მიმართავენ მოწოდებით, არ დაუშვან ძალადობა საზოგადოებისა და მომიტინგეების მიმართ 2009 წლის 9 აპრილს.
აქცია 13:00 საათზე დაიწყება.
|