როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორმა მამუკა ღლონტმა განუმარტა, ხვალ „უცნობის“ აქციაზე მისვლა არ იგეგმება და ის დღეს ჩვეულებრივ საკანში გაატარებს.
მისივე თქმით, დღის განმავლობაში საკანში რაიმე განსაკუთრებული არ მოხდება და საღამოს „უცნობს“ ტრადიულად სტუმრები ეყოლება.
მსახიობი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ „მაესტროსთან“ ერთად პროექტ „მე-5 საკანში“ თვეზე მეტია მონაწილეობს.